From Wikipedia, the free encyclopedia
Pentatonix (შემოკლებით PTX) — ამერიკული აკაპელა გუნდი არლინგტონიდან (ტეხასი). მასში შედის ხუთი ვოკალი: სკოტ ჰოინგი, კირსტინ მალდონადო, კევინ ოლუსოლა, ავი კაპლანი და მიჩ გრასი. ჯგუფი უმეტესწილად ასრულებს პოპ-მუსიკის ჟანრის სიმღერებს. იგი ცნობილი გახდა 2011 წელს, როდესაც გაიმარჯვა The Sing-Off-ის მესამე სეზონში, რომელიც გადიოდა ტელეკომპანია NBC-ზე. ჯგუფმა მოიგო 200 000 დოლარის ოდენობის ჯილდო და მოიპოვა კონტრაქტი ლეიბლ Sony Music-თან. მათ აგრეთვე შექმნეს YouTube-არხი[1][2], სადაც ტვირთავენ საკუთარ ვიდეოებს. ამ არხს ამჟამად ჰყავს 13 მილიონი გამომწერი და დაგროვებული აქვს 2.4 მილიარდი ნახვა. გამოწერების სტატისტიკის მიხედვით, იგი YouTube-ზე მეცამეტე ადგილზეა. კოლექტივის მიერ Daft Punk-ისადმი მიძღვნილმა ვიდეომ 2017 წლის შუა პერიოდში 240 მილიონი ნახვა დააგროვა[3][4].
Pentatonix | |
---|---|
Pentatonix 2015 წელს. მარცხნიდან: ავი კაპლანი, კირსტინ მალდონადო, სკოტ ჰოინგი, მიჩ გრასი და კევინ ოლუსოლა. | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | PTX |
წარმოშობა | არლინგტონი, ტეხასი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 2011–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
RCA Madison Gate |
წევრები |
|
ყოფილი წევრები | ავი კაპლანი |
საიტი | ptxofficial.com |
Pentatonix ვიკისაწყობში |
დაჯილდოება | მოგება | ნომინაცია |
---|---|---|
გრემის ჯილდო | 2 | 0 |
Streamy Awards | 1 | 4 |
YouTube Music Awards | 2 | 0 |
Shorty Awards | 1 | 0 |
ბილბორდის მუსიკალური ჯილდო | 0 | 2 |
Nickelodeon Kids' Choice Awards | 0 | 1 |
IHeartRadio Music Awards | 0 | 1 |
Webby Awards | 0 | 1 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.