Paid tha Cost to Be da Boss
სნუპ დოგის ალბომი / From Wikipedia, the free encyclopedia
Paid tha Cost to Be da Boss (სტილიზებული, როგორც Paid tha Cost to Be da Bo$$) — ამერიკელი რეპერ სნუპ დოგის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2002 წელს. იგი გაიყიდა 1,300,000 ასლის ოდენობით.
Paid tha Cost to Be da Boss | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 26 ნოემბერი 2002 | |||
ჩაიწერა | 2001 | |||
ჟანრი | ჰიპ ჰოპი | |||
ხანგრძლივობა | 78:59 | |||
ლეიბლი |
Priority/Capitol/EMI Records 7243 5 39157 2 8 P2-39157 | |||
პროდიუსერი |
Jelly Roll Fredwreck The Neptunes DJ Premier Hi-Tek Battlecat, E-Swift, ლ.ტ. ჰატონი, მიჩ უელსი, ქუეიზ ჰარისი, ჯოზეფ ლეიმბერგი | |||
სნუპ დოგი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Paid tha Cost to Be da Boss | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | (76/100)[1] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [2] |
Blender | |
Entertainment Weekly | A−[3] |
Los Angeles Times | [4] |
RapReviews.com | (8.5/10)[5] |
რობერტ კრისტგოუ | [6] |
Rolling Stone | [7] |
Stylus | A−[8] |
USA Today | |
Vibe | [9] |
ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი, From tha Chuuuch to da Palace და Beautiful. ორივე მათგანზე იმუშავა ფარელმა, მაგრამ იგი ჩნდება მხოლოდ მეორე სინგლის მუსიკალურ ვიდეოში (რომელიც ბრაზილიაში გადაიღეს).
მწვავე პრობლემა წარმოიშვა მაშინ, როდესაც 2003 წლის 24 მარტს სნუპის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი იქნა სარჩელი. მის მიხედვით, ანონიმური მამაკაცი კალიფორნიიდან ამტკიცებდა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ვინაიდან ალბომის ბოლოს მოთავსებული Pimp Slapp'd სინამდვილეში აგებულია მის მიერ სნუპის ავტომოპასუხეზე დატოვებულ გზავნილზე. იგი მოითხოვდა ალბომის გაყიდვის შეჩერებას, ვინაიდან აღნიშნულ პიროვნებას რეალურ ცხოვრებაში კვლავ აქვს ურთიერთობა გარკვეულ განგსტერულ დაჯგუფებებთან. მაგრამ მოსამართლემ საქმე შეაჩერა, ვინაიდან ცნობილია, რომ პირადულობა არასოდეს არის დაცული, როდესაც რომელიმე პირი საკუთარ გზავნილს ტოვებს მეორე პირის ხმისჩამწერ მოწყობილობაზე.