From Wikipedia, the free encyclopedia
წესრიგი უნდა იყოს (გერმ. Ordnung muss sein ან (კლასიკური დაწერით) გერმ. Ordnung muß sein) — გერმანული გამოთქმა, რომელიც ხშირად მიიჩნევა გერმანიის კულტურის დამახასიათებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლიშედ.[1] ფრანც ფონ პაპენმა 1932 წელს აღწერა ეს ფრაზა როგორც ფრიდრიხ II დიდის „კლასიკური გამოთქმა“.[2] 1930 წლიდან, მას შემდეგ, რაც პაულ ფონ ჰინდენბურგიმა ეს ფრაზა საკუთარ დევიზად გამოიყენა, გამოთქმა საყოველთაოდ ცნობილი გახდა.[3]
ფრაზის ადრინდელი, გრძელი ვერსია, რომელიც შემონახულია გერმანული ანდაზების XIX საუკუნის კრებულში, თავდაპირველად იყო ველერიზმი: გერმ. Ordnung muß sein, sagte Hans, da brachten sie ihn ins Spinnhaus („წესრიგი უნდა იყო - თქვა ჰანსმა როდესაც მას ციხეში მიათრევდნენ“).[4]
წესრიგი უნდა იყოს გამოთქმასთან დაკავშირებულია ასევე მეორე გერმანული გამოთქმა - გერმ. Ordnung ist das halbe Leben,[4] „წესრიგი ცხოვრების ნახევარია“, რომელსაც მოყვება იუმორისტული გაგრძელება გერმ. und Unordnung die andere Hälfte („უწესრიგობა კი მეორე ნახევარი“).
გამოთქმის თანამედროვე მნიშვნელობა სახეცვლილია მის პირვანდელ მნიშვნელობასთან შედარებით. გამოთქმა პირველად გამოიყენა მარტინ ლუთერმა. ლუთერის ვერსიის მიხედვით Ordnung muss sein unter den Leuten („ხალხთა შორის წესრიგი უნდა იყოს“).[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.