Nokia Lumia 630
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
Nokia Lumia 630 — Nokia-ს მიერ წარმოებული სმარტფონი, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე. მისი წარდგენა 2014 წლის 2 აპრილს, Microsoft Build 2014-ზე მოხდა სადაც გამოშვების თარიღად 2014 წლის ივნისი დასახელდა. მას აქვს Qualcomm Snapdragon 400 SoC-ის ოთხბირთვიანი პროცესორი და გრაფიკული პროცესორი Adreno 305. გარდა ამისა, აღჭურვილია 4.5 დუიმიანი ეკრანი და 5 მეგაპიქსელიანი კამერა. მისი მსგავსია Lumia 635, განსხვავება მხოლოდ 4G-სთან თავსებადობაა[2], ამავე დროს ასევე მსგავსია Lumia 636 და 638, თუმცა მათ 1გბ ოპერატიული მეხსიერება აქვთ და მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი.
Nokia Lumia 630/635/636/638 | |
---|---|
მწარმოებელი | Microsoft Mobile (Microsoft) |
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM 850 / 900 / 1800 / 1900 - ყველა ვერსია HSDPA 900 / 2100 - RM-976 HSDPA 850 / 900 / 1900 / 2100 - RM-977 |
საოპერაციო სისტემა | Windows Phone 8.1 |
მასა | 134 გრამი |
ზომა | 129.5 x 66.7 x 9.2 მმ |
ფოტოკამერა | 5 მეგაპიქსელი[1] |
მეორე კამერა | არ აქვს |
ბატარეა | 1830 mAh[1] |
მეხსიერება |
8 გბ შიდა[1] 512 მბ RAM[1] 1 გბ (636 & 638) |
ეს არის Nokia Lumia 625 მემკვიდრე, გაუმჯობესებული ოთხბირთვიანი პროცესორით, თუმცა არ აქვს წინა კამერა, ფლეშ-განათება და კამერის სპეციალური ღილაკი[3].
2015 წლის 2 მარტს Microsoft-მა წარმოადგინა Lumia 630-ის მემკვიდრე Microsoft Lumia 640, რომელიც აღჭურვილია გაუმჯობესებული 1280 x 720 HD ეკრანით, 1გბ ოპერატიული მეხსიერებით, 8 მეგაპიქსელიანი კამერით 1080p ვიდეოგადაღებითა და დიოდური ფლეშ განათებით, წინა კამერით სელფისა და ვიდეო კონფერენციისთვის, დიდი 2500 mAh-იანი ელემენტით, Office 365-ით, Microsoft Outlook-ითა და Windows 10 Mobile განახლებით[4].
კომპანია Nokia-მ Lumia 630 ინდოეთის ბაზარზე 2014 წლის 12 მაისს გაუშვა და მისი სტანდარტული ვერსიის ღირებულება 10 500 ინდური რუპია, ხოლო 2 სიმბარათიანი ვერსიის კი 11 500 ინდური რუპია იყო და ორივე აღნიშნული ვერსიის შეძენა 2014 წლის 14 მარტიდან იყო შესაძლებელი[5]. მალაიზიაში მისი ღირებულება 549 რინგიტი იყო.
Nokia-მ განაცხადა, რომ Nokia Lumia 630 Mobilink-თან ერთად პაკისტანში 2014 წლის 12 მაისიდან იქნებოდა ხელმისაწვდომი და ის 15 990 პაკისტანური რუპია ეღირებოდა[6].
2014 წლის 29 მაისს, Nokia-მ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში Nokia Lumia 630-ის ერთ სიმბარათიანი ვერსიის ფასი 89.95 გირვანქა სტერლინგი იქნებოდა. ტელეფონები Carphone Warehouse-ის ქსელში გაყიდვაში 2014 წლის 22 მაისს ჩაეშვა და ხელმისაწვდომი იყო ღია ნარინჯისფერ, ღია ყვითელ, ღია მწვანე, თეთრ და შავ ფერებში[7].
Nokia Lumia 630-ის გაყიდვა აშშ-ში 2014 წლის ივლისში დაიწყო ექსკლუზიურად მხოლოდ Cricket Wireless-ის ქსელში. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მწვანე და ლურჯი ფერის სმარტფონები იყო, მისმა ღირებულება კი 50 აშშ დოლარი შეადგინა[8].
ტელეფონის ორ სიმიან ვერსიას დარეკვისას ხმის დაკარგვის პრობლემა აქვს[9][10].
ეკრანის ზედა ნაწილში მნიშვნელოვან ფართობზე უჩნდება ჩამუქებები[11].
ზოგიერთ მოწყობილობაზე Google საწყის საძიებო სისტემად არ ყენდება[12].
Nokia Lumia 636 (RM-1027) და 638 (RM-1010) Lumia 635-ის 1გბ-იანი ვერსიებია, მაგრამ გაყიდვაში მხოლოდ ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებშია კონკრეტული მატარებლებისთვის. Nokia Lumia 638 აგრეთვე ინდოეთშიც იყიდება, ექსკლუზიურად მხოლოდ Microsoft-ის ბრენდ მაღაზიაში Amazon.in-ზე. 2014 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე ეს ქვეყანაში ყველაზე იაფი 4G სმარტფონია[13].
Lumia 630 TV Edition (RM-979) ეს არის ორ სიმიანი Lumia 630 შიგ ჩაშენებული ISDB-Tb მიმღებით, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ბრაზილიაში იყიდება[14].