Nintendo Power
From Wikipedia, the free encyclopedia
Nintendo Power — იყო ყოველთვიური ამერიკული ვიდეო თამაშების ჟურნალი. დაარსდა 1988 ივლისს. თავდაპირველად გამოსცემდა Nintendo-ს ამერიკული ქვედანაყოფი, ხოლო მოგვიანებით ჟურნალის საავტორო უფლებები შეიძინა კომპანია Future US-მა (Future plc-ის შვილობილი კომპანია[1]). ჟურნალი აქვეყნებდა სიახლეებს, რეცენზიებს, მიმოხილვებს, პრევიუებს, ასევე სხვადასხვა რჩევებსა და მინიშნებებს ვიდეო თამაშების შესახებ.
Nintendo Power | |
---|---|
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშები და აქსესუარები |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | კრის სლეიტი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Nintendo of America (1988–2007) Future US (2007–2012) |
ქვეყანა | აშშ, კანადა |
პუბლიკაციის ისტორია | ცირკულაცია: 475,000 (2012) პირველი ნომერი: ივლისი/აგვისტო, 1988; 35 წლის წინ (1988-08) ბოლო ნომერი: 11 დეკემბერი, 2012 (2012-12-11) |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ISSN | 1041-9551 |
ყოველწლიურად ჯურნალის თანამშრომლები ატარებდნენ კონკურს, რისი მეშვეობითაც, ხმის მიცემის საფუძველზე ავლენდნენ წლის საუკეთესო თამაშს (კონკურსში მონაწილეობდა მხოლოდ ნინტენდოს პლატფორმებზე არსებული თამაშები). ასევე, სხვადასხვა დროში ჟურნალი უშვებდა კომიკსებს, რომლებიც ეძღვნებოდა ისეთ პოპულარულ თმაშებს, როგორებიც არის Battlletoads, Super Metroid, Pokemon და სხვა.
პირველი ნომერი გამოვიდა 1988 წლის ივლის-აგვისტოში და ეძღვნებოდა Super Mario Bros 2-ს გამოსული Nintendo Entertainment System-ისთვის. 2012 წლის დეკემბერს ნინტენდოს მიერ გახდა ცნობილი საიტის დახურვის შესახებ[2][3]. 2012 წლის 11 დეკემბერს გამოიცა უკანასკნელი ნომერი, რის შემდეგაც ჟურნალის გამოშვება შეწყდა[4].