Neo Geo Pocketმეხუთე თაობის მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია SNK-ის მიერ, რომელიც გამოვიდა 1998 წლის 28 ოქტომბერს იაპონიაში,[1] ხოლო იმავე წელს ევროპაში.

სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, პროდუქტის ოჯახი ...
Neo Geo Pocket
Thumb
Thumb
მწარმოებელი SNK
პროდუქტის ოჯახი Neo Geo
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლები
თაობა მეხუთე
გამოშვების თარიღი იაპ 28 ოქტომბერი, 1998
ევრ 1998
შეწყდა იაპ 1999
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება ორი ცალი AA-ბატარეები
სისტემური ჩიპი Toshiba TLCS900H
შემდეგი Neo Geo Pocket Color
დახურვა

Neo Geo Pocket-ს გააჩნდა თხევად-კრისტალური ეკრანი, Toshiba-ს TLCS900H ცენტრალური პროცესორი, ყურსასმენების ბუდე და ორი ცალი AA-ბატარეები. მასში აგრეთვე ჩაშენებული იყო საათი და კალენდარი. Game Boy-ის მსგავსად Neo Geo Pocket-ში სათამაშო კარტრიჯები თავსდებოდა მოწყობილობის უკანა მხარეს.

Neo Geo Pocket ითვლება წარუმატებელ სათამაშო კონსოლად. 1999 წელს მისი წარმოება შეწყდა,[2] ხოლო იმავე წელს კომპანიამ გამოუშვა კონსოლის განახლებული ვერსია Neo Geo Pocket Color, რომელსაც გააჩნდა ფერადი ეკრანი.[3] მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის არსებობამ დიდ ხანს არ გასტანა, მასზე გამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში, ისეთები როგორებიცაა „Samurai Shodown“ და „King of Fighters R-1“. არსებობის ისტორიაში მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 9 ერთეული თამაში.

ვიდეო თამაშები

  • „Baseball Stars“
  • „King of Fighters R-1“
  • „Melon-chan’s Growth Diary“
  • „Neo Cherry Master“
  • „Neo Geo Cup 98“
  • „Neo Geo Cup 98 Plus“
  • „Pocket Tennis“
  • „Puzzle Link“
  • „Samurai Showdown“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.