უილიამ ალფონსო მერილი
From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ ალფონსო მერილი (ინგლ. William Alphonso Murrill; დ. 13 ნოემბერი, 1869, ლინჩბერგი — გ. 25 დეკემბერი, 1957, გეინსვილი) — ამერიკელი ბოტანიკოსი და მიკოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი. ამერიკული მიკოლოგიური ჟურნალის, „Mycologia“-ს თანადამფუძნებელი და მისი პირველი რედაქტორი.
სწრაფი ფაქტები უილიამ ალფონსო მერილი, დაბ. თარიღი ...
უილიამ ალფონსო მერილი | |
---|---|
ინგლ. William Alphonso Murrill | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 13 ნოემბერი, 1869(1869-11-13) |
დაბ. ადგილი | ლინჩბერგი |
გარდ. თარიღი | 25 დეკემბერი, 1957(1957-12-25) (88 წლის) |
გარდ. ადგილი | გეინსვილი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | curator, მიკოლოგი და ბოტანიკოსი |
მუშაობის ადგილი | ფლორიდის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი |
ალმა-მატერი | კორნელის უნივერსიტეტი, რენდოლფ-მაკონის კოლეჯი და ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მეუღლე | Edna Lee Lutrell Murrill[1] |
დახურვა
ძირითად იკვლევდა ფირფიტოვანთა რიგისა და აბედოვანთა ოჯახის სოკოებს. საერთო ჯამში მერილმა აღწერა 1450-მდე ახალი სახეობის სოკო. ავტორია 500-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა, მათ შორისაა: მიკოლოგიური და ბოტანიკური სტატიები და ჩანაწერები, მიმოხილვები, ბიოგრაფიები და პოპულარული სტატიები ბუნების ისტორიის შესახებ.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Murrill.[2]