Mycologia
From Wikipedia, the free encyclopedia
„Mycologia“ — ამერიკული მიკოლოგიური ჟურნალი, რომელიც დაარსდა 1909 წელს, ორი მიკოლოგიური ჟურნალის „Journal of Mycology“-სა (1885–1908) და „Mycological Bulletin“-ის (1903–1908) შერწყმით.
სწრაფი ფაქტები სპეციალიზაცია, ენა ...
Mycologia | |
---|---|
სპეციალიზაცია | მიკოლოგია |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | ბრაიან შოუ |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | ამერიკის მიკოლოგიური საზოგადოება |
ქვეყანა | აშშ |
დაფუძნდა | 1909 |
გამოცემის სიხშირე | თვეში ორჯერ |
ISSN | 0027-5514 |
დახურვა
ჟურნალის თანადამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ცნობილი ამერიკელი მიკოლოგი უილიამ ალფონსო მერილი. ორი ათწლეულის განმავლობაში ჟურნალს გამოსცემდა ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ხოლო 1932 წლიდან გამოსცემს ამერიკის მიკოლოგიური საზოგადოება.
მასში ქვეყნდება სამეცნიერო სტატიები სოკოებისა და ლიქენების მორფოლოგიის, ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, ციტოლოგიის, ევოლუციის, ეკოლოგიის, პათოლოგიის, ტაქსონომიისა და გენეტიკის შესახებ. ჟურნალში აგრეთვე ქვეყნდება სიახლეები და კრიტიკული სტატიები მიკოლოგიაზე. გამოდის თვეში ორჯერ.