From Wikipedia, the free encyclopedia
Microvision (აგრეთვე ცნობილი როგორც MB Microvision) — პირველი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც მოიხმარდა მოხსნად სათამაშო კარტრიჯებს.[2] გამოსცა კომპანია Milton Bradley Company-იმ 1979 წლის ნოემბერში.[3]
Microvision | |
---|---|
მწარმოებელი | Milton Bradley Company |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1979 |
თავდაპირველი ფასი | 51 აშშ დოლარი[1] |
შეწყდა | 1981 |
მედია | Microvision-ის სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Intel 8021/TI TMS1100 (კარტრიჯზე) |
მეხსიერება | 32 ნიბლი (16 ბაიტი) RAM, 2K ROM |
მონიტორი | 16 × 16 პიქსელები |
კონსოლს გააჩნდა მცირე ზომის თხევად-კრისტალური ეკრანი 16x16 პიქსელებით. მისი უნიკალურობა მდგომარეობდა იმაში, რომ ცენტრალური პროცესორი და მართვის ღილაკები დამაგრებული ჰქონდა კარტრიჯზე,[4][5] ხოლო კონსოლზე განთავსებული იყო ეკრანის და ღილაკების ჩიპი და აგრეთვე მცირე ზომის პადლი. მოიხმარდა ორი სახის პროცესორს: 8-ბიტიანი Intel 8021 და Texas Instrument-ის TMS1100, თითოეული 100 კილოჰერცი ტაქტური სიხშირით. გააჩნდა 32 ნიბლი (16 ბაიტი) ოპერატიული მეხსიერება. ღილაკების რაოდენობა ვარირებდა 2-დან 12-მდე, დამოკიდებული კონკრეტულ თამაშზე. კონსოლის დიზაინერი იყო ჯეი სმითი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ შექმნა სახლის კონსოლი Vectrex.[6]
Microvision-ის პორტაბელურობისა და სათამაშო კარტრიჯების წყალობით, კომპანიამ პირველივე წელიწადში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მიუხედავად ამისა, ცოტა რაოდენობის კარტრიჯების და ვიდეო თამაშების კომპანიების მხარდაჭერის არარსებობის, აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური პრობლემებისა და მცირე ზომის ეკრანის გამო, მისი წარმოება შეწყდა 1981 წელს.[7] არსებობის ისტორიაში გამოიცა მხოლოდ და მხოლოდ 13 ერთეული თამაში. კონსოლს კომპლექტში მოჰყვებოდა თამაში „Blockbusters“. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 8 მილიონი ეგზემპლარი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.