Megan Thee Stallion
ამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორ / From Wikipedia, the free encyclopedia
მეგან ჯოვონ რუტ პუტი[1] (დ. 15 იანვარი, 1995), [2] ცნობილი სასცენო სახელით Megan Thee Stallion — ამერიკელი რეპერი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საკუთარი Freestyle-ით. 2020 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Good News“.
Megan Thee Stallion | |
---|---|
მეგან ჯოვონ რუტ პუტი | |
2019 წელს | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Tina Snow, Meg Thee Stallion, Hot Girl Meg, Hot Girl Coach |
დაბ. თარიღი | 25 თებერვალი, 1995 (1995-02-25) (29 წლის) |
დაბ. ადგილი | ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
საქმიანობა | მომღერალი, რეპერი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2016–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | 1501 Certified, 300 |
საიტი | megantheestallion.com |
Megan Thee Stallion ვიკისაწყობში |
პუტმა რეპების წერა 16 წლის ასაკში დაიწყო.[3] ამავე პერიოდში მან უთხრა დედამისს, რომ რეპერობა სურდა. დედამ უთხრა რომ მოეცადა მანამ სანამ 21 წელი შეუსრულდებოდა.[4] დედამისმა ასევე შეიფასა მისი სიმღერის ტექსტები და უთხრა მას რომ მისი ასაკისთვის ისინი ძალიან სექსუალური ხასიათის იყო.[5]
2020 წელს გამოსული მისი სინგლი „Savage“ გახდა ვირუსულად პოპულარული სოციალურ ქსელ TikTok-ში და მოხვდა Billboard Hot 100 ჩარტში, Beyoncé-სთან ერთად რემიქსის გამოშვების შემდეგ. ამავე წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი „Good News“.
მას მოგებული აქვს ორი BET-ის ჯილდო, ორი BET-ის ჰიპ-ჰოპის ჯილდო MTV Video-ს მუსიკალური ჯილდო. ჯამში ნომინირებული იქნა 90 ჯილდოზე, რომელთაგანაც 23-ის მოგება მოახერხა.
2020 წლის 15 ივლისს, მას ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან და მოუწია ქირურგიული ჩარევა ტყვიების ამოსაღებად.[6] მან მოახერხა საბოლოოდ გამოჯანმრთელება.[6] სროლისთვის დაკავებული იქნა კანადელი რეპერი Tory Lanez.
2020 წლის აგვისტოს გამოუშვა სიმღერა „WAP“ Cardi B-სთან ერთად.
მეგანს გამოშვებული აქვს 1 სტუდიური ალბომი, 35 სინგლი და 3 მიქსტეიპი.