Mega (სერვისი)
From Wikipedia, the free encyclopedia
Mega, Ltd. (სტილიზებული დიდი ასოებით როგორც MEGA) — ღრუბლოვანი მეხსიერების სერვისი. ამ სერვისის ძირითადი დამახასიათებელი თვისებებია ფაილების Online backup-ი, ფაილების გაზიარება, და უსაფრთხოება. მისი საიტი გაეშვა 2013 წლის 19 იანვარს კიმ დოტკომის თაოსნობით მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური სერვერები მდებარეობს ახალ ზელანდიაში. ეს თარიღი სპეციალურად დაამთხვიეს Megaupload-ის, MEGA-ს წინამორბედის კონფისკაციის წლისთავს. MEGA-ს აგრეთვე აქვს მობილური აპლიკაცია Android-ისთვის, BlackBerry OS-ისთვისა და iOS-ისთვის.
MEGA | |
---|---|
![]() | |
პრივატულობის კომპანია (The Privacy Company) | |
ავტორი | Kim Dotcom |
მწარმოებელი | Mega Limited |
გამოვიდა | 19 იანვარი, 2013 |
პროგრამირების ენა | C++, JavaScript, Java, Objective-C |
ოს | Microsoft Windows, OS X, Linux, iOS, Android, Windows Phone, BlackBerry, Kindle Fire |
ენა | 49, მათ შორის ქართული
|
სტატუსი | აქტიური |
ჟანრი | Online backup service Cloud storage |
ლიცენზია | Simplified BSD license (For the JavaScript, SDK source) |
საიტი | mega.nz |
MEGA ყველაზე მეტად ორ ფაქტორს უსვამს ხაზს. პირველია ის, რომ ჯერ კიდევ ატვირთვამდე ხდება ყველა ფაილის დაშიფვრა ჯავასკრიპტით[1]. მეორეა ის, რომ ყველა მომხმარებელს უფასოდ ეძლევა 50 გიგაბაიტის ოდენობის ღრუბლოვანი მეხსიერება[2]. ფასიანი პაკეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ტერაბაიტამდე მეხსიერების მიღება[3].