From Wikipedia, the free encyclopedia
Manowar — ამერიკული ჯგუფი, უკრავს მძიმე მეტალის ჟანრში.
Manowar | |
---|---|
Manowar ჰამბურგში, 2007 წლის ტურნე | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | აუბერნი, ნიუ იორკი, შეერთებული შტატები |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, პაუერ მეტალი |
აქტიური | 1980-დან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Magic Circle, Atco, Atlantic, Geffen |
წევრები |
ერიკ ადამსი ჯოუი დიმაიო კარლ ლოგანი დონი ჰამზიკი |
ყოფილი წევრები |
როს ფრიდმენი სკოტ კოლამბუსი მიხაელ დევიდ შენკელი კარლ კენედი კენი ერლ ედუარდსი |
საიტი | manowar.com |
Manowar ვიკისაწყობში |
ჯგუფი ცნობილია თავისი სიმღერების საომარი თემატიკით. ის ასევე დიდ ყურადღებას აქცევს სკანდინავიურ მითოლოგიას. დღესდღეობით ჯგუფის შემოქმედება მოიცავს 10 სტუდიურ ალბომს, 15 სინგლს, ასევე 8 ვიდეოალბომს. უკანასკნელი მონაცემებით, Manowar-ი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ”ყველაზე ხმამაღალი ჯგუფი”.
Manowar-ი შეიქმნა 1980 წლის აპრილში, როდესაც ნიუკასლში, Black Sabbath-ის კონცერტზე ერთმანეთს შეხვდნენ ჯგუფის უკვე ყოფილი გიტარისტი როს ფრიდმენი და ბასისტი ჯოუი დიმაიო. ჯგუფის ვოკალისტი გახდა დიმაიოს სკოლის მეგობარი ერიკ ადამსი, ხოლო დრამერი - კარლ კენედი.
ჯგუფის წევრები დიდხანს არჩევდნენ თავისთვის შესაფერის სახელწოდებას და ბოლოსდაბოლოს manowar-ზე შეჩერდნენ. ერთი მხრივ, ეს სიტყვა პირდაპირ თარგმანში აღნიშნავს ”მეომარს”, მეორე მხრივ - ასე ინგლისურად ერქვა ფლოტის ყველაზე მსხვილ გემს, მოგვიანებით კი ამ სახელით ხშირად მოიხსენიებდნენ სახაზო გემს (XVI საუკუნიდან XIX საუკუნემდე, man-of-war, ან man of war, ან manowar, ან man). ამ შემადგენლობით ჯგუფმა 1980 წელს დემო ჩაწერა, ამის შემდეგ კი კარლ კენედი ჯგუფიდან წავიდა, ხოლო მის ადგილზე პოლონური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი - დონი ჰამზიკი მოვიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.