MP 40
From Wikipedia, the free encyclopedia
MP 40 (გერმ. Maschinenpistole 40) — გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც იყენებს 9×19 მმ პარაბელუმის ვაზნებს. ის შეიქმნა ნაცისტურ გერმანიაში და აქტიურად გამოიყენებოდა ღერძის ქვეყნების მიერ მეორე მსოფლიო ომში.
Maschinenpistole 40 (MP 40) | |
---|---|
MP 40 დაკეცილი და გაშლილი კონდახით | |
ტიპი | პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი |
წარმომავლობის ქვეყანა |
![]() |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია |
1940–1945 (ნაცისტური გერმანია) 1940-დღემდე (სხვა ქვეყნებში) |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი |
ჰაინრიხ ფოლმერი ბერთოლდ გაიპელი |
შექმნის თარიღი | 1940 |
მწარმოებელი |
Steyr-Mannlicher Erma Werke Haenel |
წარმოების პერიოდი | 1940–1945 |
რაოდენობა | 1,100,000 |
ვარიანტები |
MP 36 MP 38 MP 40 MP 40/1 MP 41 Zastava M56 |
მახასიათებლები | |
წონა | 3.97 |
სიგრძე |
833 გაშლილი კონდახით 630 დაკეცილი კონდახით |
ლულის სიგრძე | 251 მმ |
| |
ვაზნა | 9×19 მმ პარაბელუმი |
მუშაობის პრინციპი | უკუცემითი, ღია საკეტი |
სროლის ტემპი | 500–550 ვაზნა/წუთი |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | 400 მ/წმ |
დამიზნების მანძილი | 100–200 |
დატენვის სისტემა | 32 ვაზნიანი მოხსნადი მჭიდი |
სამიზნეები | რკინის სამიზნე |
შექმნილია ჰაინრიხ ფოლმერის მიერ 1938 წელს მისი წინამორბედ MP 38-ის ბაზაზე. იარაღი აქტიურად გამოიყენებოდა ქვეითების (განსაკუთრებით ოცეულისა და სხვა რაზმების მეთაურების), მედესანტეთა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟების მიერ. მისი თანამედროვე და ინოვაციური მახასიათებლების გამო MP 40 ვერმახტის ჯარისკაცებისთვის სასურველი და პოპულარული იარაღი იყო. მის მიმართ ინტერესი ასევე დიდი იყო სხვა ქვეყნებში ომის დასრულების შემდგომ. მოკავშირეები იარაღს ხშირად უწოდებდნენ „შმაისერს“, თუმცა სინამდვილეში ჰუგო შმაისერს ამ პისტოლეტ-ტყვიამრფქვევის შექმნაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ერთადერთი კავშირი, რაც მას MP 40-თან აქვს, არის მისი მჭიდი, რომლის პატენტის მფლობელიც შმაისერი იყო. შმაისერის მიერ შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყო MP 18. MP 40-ის სხვა ვარიანტებია MP 40/I და MP 41. ნავარაუდებია, რომ 1940-1945 წლებში Erma Werke-მ 1.1 მილიონი MP 40 დაამზადა.