![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/78/MGMT_a.jpg/640px-MGMT_a.jpg&w=640&q=50)
MGMT
From Wikipedia, the free encyclopedia
MGMT — ამერიკული ფსიქოდელიური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული ენდრიუ ვანუაინგარდენისა და ბენ გოლდვასერის მიერ. პირველი ალბომის გამოცემის შემდეგ საკონცერტო პერსონალის წევრები მეთი ასტი, ჯეიმზ რიჩარდსონი და უილ ბერმანი კოლექტივს სტუდიაში შეუერთდნენ. 2006 წელს ჯგუფმა Columbia Records-თან კონტრაქტი გააფორმა.[4][5][6]
MGMT | |
---|---|
![]() MGMT-ის გამოსვლა 2008 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | მიდლტაუნი, კონექტიკუტი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 2004–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
|
საიტი | whoismgmt.com |
MGMT ვიკისაწყობში |
2007 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალმა Spin.com MGMT-ს დღის შემსრულებელი უწოდა.[7] 2007 წლის 14 ნოემბერს Rolling Stone-მა მათ 2008 წლის თვალსაჩინო შემსრულებელი უწოდა.[8] BBC-მ გამოკითხვაში Sound of 2008 Top Ten Poll MGMT მე-9 პოზიციაზე დაასახელა.[9] MGMT აგრეთვე Last.fm-ზე 2008 წლის ყველაზე ხშირად მოსმენილ ახალ შემსრულებლად იქცა.[10]
MGMT-ს სადებიუტო ალბომი Oracular Spectacular გამოცემისთანავე ბრიტანეთის ალბომის ჩარტის #12 პოზიციაზე მოხვდა. ახალ ზელანდიაში იგი #13 პოზიციამდე ავიდა, ავსტრალიაში #6-ზე და Billboard-ის Top Heatseekers-ის ჩარტის #1 იყო.[11] Rolling Stone-მა იგი დაასახელა 2000-იანი წლების რიგით მე-18 საუკეთესო ალბომად.[12] NME-მ მას 2008 წლის საუკეთესო ალბომი უწოდა.[13] MGMT 2008 წელს აგრეთვე გამოჩნდა ავსტრალიურ ჩარტში Triple J Hottest 100, სიმღერებით „Electric Feel“ (#2), „Kids“ (#5) და „Time to Pretend“ (#18).[14]
MGMT 2010 წელს ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში. მათი სიმღერა „Kids“ ნომინირებული იყო საუკეთესო ვოკალური დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპ შესრულების კატეგორიაში.[15] გარდა ამისა, Justice-მა ჩაწერა MGMT-ს სიმღერის „Electric Feel“ რემიქსი, რომელმაც გრემიზე საუკეთესო არაკლასიკური ჟანრის რემიქსის კატეგორიის ჯილდო მოიპოვა.[16]
ჯგუფის მეორე ალბომი, Congratulations გამოვიდა 2010 წლის 13 აპრილს.[17] 2011 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა მესამე ალბომზე, MGMT[18], რომელიც 17 სექტემბერს გამოვიდა, მანამდე კი, 9 სექტემბერს, ექსკლუზიურად იყო წარმოდგენილი მუსიკალურ სერვისზე Rdio-ზე.[19]