From Wikipedia, the free encyclopedia
M47 Patton — მეორე ამერიკული ტანკი, რომელსაც მიენიჭა სახელი გენერალ ჯორჯ პატონი პატივსაცემად. ტანკი წარმოადგენს M-46 - ის მოდერნიზებულ ვარიანტს რომლის წარმოება დაიწყო აშში 1951 წელს Detroit Tank Arsenal და American Locomotive Co მიერ.
M-47 | |
---|---|
M-47,ისრაელი | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 48.6 |
ეკიპაჟი, კაცი | 5 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1951—1953 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1952 - 1960 - ამერიკისთვის |
გამოშვების რაოდენობა | 9000 - ზე მეტი |
ძირითადი ოპერატორები | აშშ |
ზომები | |
კორპუსის სიგანე, მმ | 3,51 მ |
სიმაღლე, მმ | 3,35 მ |
ჯავშანი | |
ჯავშნის ტიპი | 100მმ (მაქსიმუმი) |
შეიარაღება | |
ქვემეხის კალიბრი და მარკა | 90მმ M36 |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 70 |
ტყვიამფრქვევები | 1 × 7,62-მმ M1919A4, 1 × 12,7-მმ M2. |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | Continental AVDS-1790-5B V12 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 810 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 60 |
გადაადგილების მარაგი, კმ | 160 კმ |
M47 - ითვლებოდა ამერიკის და ამერიკის საზღვაო ძალების ძირითად ტანკად რომლის უპირველესი მიზეზი M46 Patton და M4 - ი შერმანის ტანკების მთლიანი ჩანაცვლება გარდა ამისა დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა ცივი ომის ამერიკის ორ მოკავშირე ალინსის მიერ ნატოს და სეატოს მიერ,M47 წარმოადგენს ერთადერთ პატონის ტანკს რომელიც არ გამოყენებულა ომში ამერიკის მიერ. წარმოების დაწყებიდან ორ წელიწადში გამოვიდა საფუძვლიანად მოდერნიზებული M-48 და M-60 ტიპის ტანკები რომლებმაც მთლიანად ჩაანაცვლეს M47 ტანკები.
ახალმა ძალოვანმა დანადგარებმა თითქმის მთლიანად მოაგვარა M-26 პერშინგის პრობლემები და სახელი M-46 მიენიჭა თუმცა ამ ვერსიას ბევრი პრობლემა ჰქონდა სწორედ ამიტომაც მის ჩასანაცვლებლად მუშაობა მიმდინარეობდა T42 ტიპის ტანკზე თუმცა კორეის ომმა ცხადყო საჭირო იყო ბევრად უფრო მალე გამოშვება ახალი ტანკის ვიდრე დაგეგმილი იყო,ამიტომაც T42-ზე რომელსაც უამრავი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და მის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდებოდა,სწორედ ამიტომაც მისი პროექტი შეაჩერეს ხოლო მისი კოშკურა დეტროიტის ქარხანამ M-46 - ის გაუმჯობესებულ შასზე დაამონტაჟეს და შედეგად ახალი ტანკი M47 Patton - ი მიიღეს,რომლის წარმოები 1951 - წელს დაიწყეს. ტანკის მთავარი იარაღი 90მმიანი M36 ქვემეხი იყო რომელზეც დამონტაჟებული M12 ტიპის მანძილმზომი იყო დაყენებული,ხოლო მეორე ხარისხოვანი შეიარაღება 2 ბრაუნინგს ტყვიამფრქვევი იყო,ერთი კოშკურაზე ხოლო მეორე კი შასში,M47 კი იყო ბოლო ამერიკული ტანკი რომელსაც 2 ტყვიამფრქვევი ეყენი,კოშკურა კი შედარებით დიდი იყო ვიდრე M26/M46 ტიპის ტანკების,ასევე კოშკურის ფრონტალური ჯავშანი გაძლიერებული იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.