![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e0/Lady_Gaga_at_Joe_Biden%2527s_inauguration_%2528cropped%2529.jpg/640px-Lady_Gaga_at_Joe_Biden%2527s_inauguration_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ლედი გაგა
ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა (ინგლ. Stefani Joanne Angelina Germanotta; ასევე ცნობილია სასცენო სახელით ლედი გაგა (ინგლ. Lady Gaga) დ. 28 მარტი, 1986) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. თავდაპირველად სამსახიობო კარიერა დაიწყო საშუალო სკოლის სპექტაკლებში; სკოლის შემდეგ იგი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამხატვრო პროექტში „CAP21“, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით დატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო მუსიკალური კარიერის შექმნა. საკუთარი როკ ბენდის დატოვების შემდეგ გაგა მონაწილეობას იღებდა ქვემო ისტ-საიდის ავანგარდული ხელოვნების წარმოდგენებში, პარალელურად კი წერდა სიმღერებს გამომცემლობა Sony/ATV Music-ის შემსრულებლებისათვის. სწორედ ამ პერიოდში რეპერმა ეიკონმა შეამჩნია მისი ვოკალური შესაძლებლობები და შესთავაზა კონტრაქტის გაფორმება მუსიკალურ ლეიბლზე Interscope Records და ასევე საკუთარ ლეიბლზე Kon Live Distribution.
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლედი გაგა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლედი გაგა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ლედი გაგა | |
---|---|
![]() ლედი გაგა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე, 2021 წელს | |
მშობლიური სახელი | Lady Gaga |
დაბადების სახელი | სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა |
დაბადების თარიღი |
28 მარტი, 1986 (1986-03-28) (38 წლის) მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ![]() |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (არასრული) |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2001–დღემდე |
ქონება | 275 მლნ. აშშ დოლარი |
ჯილდოები | იხ. სია |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი |
|
ასოციაციები |
|
საიტი | ladygaga.com |
ხელმოწერა |
![]() |
მისმა სადებიუტო ალბომმა — The Fame (2008) მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან და მოიპოვა საერთაშორისო კომერციული წარმატება. ალბომიდან გამოცემული იქნა ოთხი სინგლი, რომლებიდანაც ორი — „Just Dance“ და „Poker Face“ საერთაშორისო ჰიტებად იქცა. სადებიუტო ალბომის მსგავსად EP ალბომმა — The Fame Monster (2009) დაიმსახურა მაღალი შეფასება, ხოლო ალბომის სამივე სინგლი — „Bad Romance“, „Telephone“ და „Alejandro“ ასევე საერთაშორისო ჰიტებად იქცა. მისი მეორე სტუდიური ალბომი — Born This Way გამოიცა 2011 წელს და დაიკავა პირველი პოზიცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ალბომი პირველ კვირაში გაიყიდა რეკორდულ ერთ მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით. ალბომის პირველი სინგლი „Born this Way“ ასევე გახდა ციფრული ეპოქის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი. მისი მესამე სტუდიური ალბომი — ARTPOP გამოიცა 2013 წელს და დაიკავა პირველი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ჩარტში, ალბომიდან გამოიცა სამი სინგლი, რომლებიდანაც წარმატება მოიპოვა ორმა — „Applause“ და „Do What U Want“. 2014 წელს გაგამ ითანამშრომლა ჯაზ შემსრულებელ ტონი ბენეტთან და გამოსცა ჯაზის სტანდარტების ალბომი — Cheek to Cheek. 2015 წელს გაგამ მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში — „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, რომლის მეხუთე სეზონში სასტუმრო შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში. 2016 წელს გამოიცა მისი მეხუთე სტუდიური ალბომი — Joanne, რომელმაც დაიკავა პირველი პოზიცია აშშ-ის ჩარტში. 2018 წელს გაგამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ დრამაში — „ვარსკვლავის დაბადება“, ფილმში შესრულებული როლისთვის კი მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ფილმისთვის გაგამ გამოსცა საუნდტრეკ ალბომი და ჩარტების ლიდერი სიმღერა — „Shallow“, რის გამოც მიიღო ოსკარის, გრემის, ბაფტას და ოქროს გლობუსის ჯილდოები. 2020 წელს მეექვსე სტუდიური ალბომით — Chromatica გაგა დაუბრუნდა საცეკვაო-პოპის ფესვებს.
თავისი კარიერის მანძილზე გაგას გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი, რითაც დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად შემსრულებლად. მისი ჯილდოები მოიცავს 12 გინესის მსოფლიო რეკორდს, 11 გრემის ჯილდოს, 1 ოსკარს, 1 BAFTA-ს, 2 ოქროს გლობუსს და 3 Brit Awards. იგი ასევე არის პირველი შემსრულებელი, რომელმაც სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში მიიღო თანამედროვე აიკონის ჯილდო. გაგა რეგულარულად შედის ჟურნალ „ბილბორდის“ წლის შემსრულებლების სიაში და ჟურნალ „ფორბსის“ გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი ადამიანების სიებში. 2013 წელს ჟურნალ „ტაიმის“ მკითხველთა გამოკითხვაში მან დაიკავა მეორე პოზიცია როგორც ბოლო ათი წლის ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, ხოლო 2015 წელს ჟურნალმა „ბილბორდმა“ იგი დაასახელა წლის ქალბატონად. გაგა ასევე ცნობილია როგორც საქველმოქმედო, ისე სოციალური აქტივიზმით; 2012 წლის თებერვალში ჰარვარდის უნივერსიტეტში, გაგამ დააარსა საქველმოქმედო ფონდი Born This Way, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში, ასევე ცდილობს საზოგადოებაში შექმნას ტოლერანტული დამოკიდებულება ჰომოსექსუალთა მიმართ.