iPhone (მოდელი)
From Wikipedia, the free encyclopedia
iPhone (აგრეთვე ცნობილი როგორც ორიგინალი iPhone, iPhone 2G) — კომპანია Apple-ის სმარტფონების ხაზის, iPhone-ის პირველი თაობის მოდელი. თვეების განმავლობაში გავრცელებული ხმებისა და ჭორების შემდეგ[1] ის წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს.[2] ამერიკაში iPhone გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. ხაზის შემდეგი მოდელი იყო iPhone 3G, რომელიც 2008 წელს გამოუშვეს.
სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, სიხშირეთა დიაპაზონი ...
iPhone | |
---|---|
მწარმოებელი | Apple |
სიხშირეთა დიაპაზონი |
Quad band GSM 850 900 1800 1900 GPRS/EDGE |
მასა | 135 გრ |
ზომა | 115 მმ/61 მმ/11.6 მმ |
ფოტოკამერა | 2 მეგაპიქსელი |
ბატარეა | ლითიუმ-იონ პოლიმერის ბატარეა |
მეხსიერება | ფლეშ მეხსიერება 4, 8 და 16 გბ |
დახურვა
ორიგინალი iPhone აღარ იღებს განახლებებს Apple–ისგან, მისი უკანასკნელი ოპერაციული სისტემაა iOS 3.1.3.