iPhone
From Wikipedia, the free encyclopedia
iPhone — ინტერნეტთან დაკავშირებული მულტიმედიური სმარტფონების ხაზი, რომლის მარკეტინგს კომპანია Apple ახდენს. პირველი iPhone წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს[3] და გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. მეხუთე თაობის iPhone, iPhone 4S, გამოვიდა 2011 წლის 14 ოქტომბერს, პორტატული მოწყობილებებისთვის Apple-ის ოპერაციული სისტემის, iOS 5.0–ის, გამოშვებიდან 2 დღის შემდეგ. 2015 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა მეცხრე თაობის iPhone, iPhone 6s და 6S Plus.
iPhone | |
---|---|
ბოლო დროის ფლაგმანი ტელეფონი, iPhone 15 Pro | |
შემქმნელი | Apple Inc. |
მწარმოებელი |
საკონტრაქტო მწარმოებლები:
|
ტიპი | სმარტფონი |
გაიყიდა | 2.2 მილიარდზე მეტი (2018 წლის 1 ნოემბრისთვის)[1] |
ოპერაციული სისტემა | iOS |
კვება | ჩაშენებული ლითიუმის-იონური აკუმულატორი |
მეხსიერების საცავი | 64, 128, 256, 512 გბ-იანი ან 1 ტბ-იანი[note 1] ფლეშ-მეხსიერება[2] |
ხმა |
|
ონლაინ სერვისები |
|
დაკავშირებული სტატიები |
|
საიტი | apple.com/iphone/ |
ტელეფონის ფუნქციები მოიცავს კამერას, პორტატულ მედიადამვრელს (iPod-ის ეკვივალენტურს), ტექსტურ შეტყობინებას, ინტერნეტთან კავშირს ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით და აქვს Wi-Fi და 4G LTE დაკავშირებადობა. 2008 წელს გაეშვა App Store, ანუ პროგრამების მაღაზია, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თავად კომპანია Apple-ის და ასევე მესამე მხარის მიერ შექმნილი პროგრამები. 2017 წლის იანვრისთვის Apple-ის App Store შეიცავდა iPhone-ისთვის განკუთვნილ 2.2 მილიარდზე მეტ პროგრამას.