HyperScan
From Wikipedia, the free encyclopedia
HyperScan — მეშვიდე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Mattel-ის მიერ 2006 წლის 31 დეკემბერს.
სწრაფი ფაქტები შემქმნელი, ტიპი ...
HyperScan | |
---|---|
HyperScan კონტროლერთან ერთად | |
შემქმნელი | Mattel |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეშვიდე თაობა |
გამოშვების თარიღი | 23 ოქტომბერი, 2006 (2006-10-23) |
შეწყდა | 31 დეკემბერი, 2007 (2007-12-31) |
მედია | CD-ROM |
პროცესორი | Sunplus SPG290 SoC |
კონტროლერის შეტანა | Gamepad |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „X-Men“ |
წინა | Intellivision |
დახურვა
HyperScan გამოიყენებდა Sunplus SPG290 SoC-ის ცენტრალურ პროცესორს[1], 16 მბ SDRAM-ს და თან მოჰყვებოდა ვიდეო თამაში „X-Men“. მისი თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, საერთო ჯამში გამოვიდა ხუთი თამაში.
კონსოლი უარყოფითად შეაფასეს კრიტიკოსებმა და კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა,[2] ხოლო 2007 წლის 31 დეკემბერს მისი წარმობა შეწყდა. ჟურნალმა PC World-მა HyperScan შეიყვანა სიაში „ათი ყველაზე ცუდი კონსოლი“.[3]