Hawkwind
From Wikipedia, the free encyclopedia
Hawkwind — ინგლისური როკ-ჯგუფი, სპეის როკის ერთ-ერთი პიონერი. მათ ტექსტებში ჭარბობს ურბანული და ფანტასტიკური თემები. ისინი აგრეთვე ცნობილები არიან, როგორც პანკ-როკის წინამორბედები[6] და ითვლებიან დამაკავშირებლად ჰიპებისა და პანკ კულტურებს შორის.[7] Hawkwind-ს აგრეთვე თვლიან პროტო-პანკის წარმომადგენლად[5].
სწრაფი ფაქტები ბიოგრაფია, აგრეთვე ცნობილი როგორც ...
Hawkwind | |
---|---|
ჯგუფი 2017 წელს. | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Hawkwind Zoo, Sonic Assassins, Hawklords, Psychedelic Warriors, Group X, Hawkwind Light Orchestra, The Elves of Silbury Hill |
წარმოშობა | ლედბროუკ გროუვი, ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1969-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | UA, Charisma, Bronze, RCA/Active, Flicknife, GWR, EBS, Voiceprint, Cherry Red |
წევრები |
დეივ ბროკი მისტერ დიბსი მაგნუს მარტინი რიჩარდ ჩედუიკი ჰეზ უიტონი |
ყოფილი წევრები | იხ. წევრების სია |
საიტი | hawkwind.com |
Hawkwind ვიკისაწყობში |
დახურვა
ჯგუფი 1969 წელს ჩამოაყალიბა დეივ ბროკმა. არსებობის განმავლობაში Hawkwind-მა ბევრჯერ შეიცვალა შემადგენლობა და მუსიკალური სტილი. ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრი დეივ ბროკია. მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს 50-ზე მეტი მუსიკოსი იყო. Hawkwind აგრეთვე თანამშრომლობდა ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალ მაიკლ მურკოკთან.