![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a3/GNR_London_Stadium_2017_3_%2528cropped%2529.jpg/640px-GNR_London_Stadium_2017_3_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
Guns N' Roses
From Wikipedia, the free encyclopedia
Guns N' Roses — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი[1] მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში[2]. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მძიმე როკ-ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to the Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში „სასიკვდილო სია“.
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
Guns N' Roses | |
---|---|
![]() ჯგუფის გამოსვლა ლონდონში, 2017 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: დიზი რიდი, რიჩარდ ფორტუსი, დაფ მაკ-კეგენი, ექსლ როუზი, სლეში, მელისა რიზი და ფრენკ ფერერი | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | G N' R, GnR |
წარმოშობა | ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1985-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები |
|
ყოფილი წევრები | იხ. Guns N' Roses-ის წევრების სია |
საიტი | gunsnroses.com |
Guns N' Roses ვიკისაწყობში |
ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 1990-იანი წლების მძიმე როკის სცენა. ჯგუფს მიეწერება როკ-მუსიკის დაბრუნება მეინსტრიმში, მაშინ როდესაც საცეკვაო მუსიკა და პოპ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში.[3] ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. მათი ამ პერიოდის შემოქმედება, შესაძლოა დავახასიათოთ, როგორც „ჰედონისტური აჯანყება“, რაც ძალიან ჰგავს როლინგ სტოუნზის ადრეულ შემოქმედებას,[4] ცუდი ბიჭების იმიჯმა კი მათ „მსოფლიოს ყველაზე საშიში ჯგუფის“ მეტსახელი შესძინა.[5] 2012 წელს ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა მის ორ გვიანდელ წევრთან დიზი რიდთან და მეტ სორუმთან ერთად შეყვანილ იქნენ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[6]