From Wikipedia, the free encyclopedia
ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA), ანგელოზთა ქალაქი — მოსახლეობით რაოდენობის მიხედვით აშშ-ის მეორე ქალაქი ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს და ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. 2000 წლის ცენზის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 3,69 მილიონს, 2004 წლის 1 ივლისის აღწერით ქალაქის მოსახლეობამ 3,85 მილიონს მიაღწია, ხოლო 2016 წელს 4 მილიონს გადააჭარბა. ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული აგლომერაციების ცენტრი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ფართობია 1300 კმ², რითაც ის ნიუ-იორკს და ჩიკაგოს აღემატება.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლოს-ანჯელესი ესპ. El Pueblo de Nuestra Señora la Reina de los Ángeles del Río de Porciúncula | |||||
| |||||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||||
შტატი | კალიფორნია | ||||
ოლქი | ლოს-ანჯელესი | ||||
კოორდინატები | 34°03′00″ ჩ. გ. 118°17′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ერიკ გარსეტი[1] | ||||
დაარსდა | 4 სექტემბერი, 1781 | ||||
ფართობი | 1302.15171 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 106 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 3 898 747 (1 აპრილი, 2020)[2] [3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−8, წყნაროკეანური დროის სარტყელი და UTC−7 | ||||
სატელეფონო კოდი | 213, 310, 424, 323, 747 და 818 | ||||
საფოსტო ინდექსი | 90001–90068, 90070–90084, 90086–90089, 90091, 90093–90097, 90099, 90101–90103, 90174, 90185, 90189, 90291–90293, 91040–91043, 91303–91308, 91342–91349, 91352–91353, 91356–91357, 91364–91367, 91401–91499 და 91601–91609 | ||||
ოფიციალური საიტი | https://lacity.gov | ||||
ლოს-ანჯელესი ქვეყნის მთავარი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტობრივად ყველა ერის წარმომადგენელი.
1932 და 1984 წლებში ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. ლოს-ანჯელესის ყველაზე კრიმინალური უბნებია: Compton-ი, Watts-ი და Inglewood-ი.
ისტორიული კუთვნილება:
ესპანეთის კოლონიური იმპერია 1519–1821 მექსიკის პირველი იმპერია 1821–1823 მექსიკა 1823–1848 კალიფორნიის რესპუბლიკა 1846 ამერიკის შეერთებული შტატები 1848–დღემდე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.