Google Glass
From Wikipedia, the free encyclopedia
Google Glass — პორტატული ტექნოლოგია თავზე დამაგრებული ეკრანით (OHMD). მისი შემქმნელია Google[9], რომლის მიზანი იყო ფართო ბაზარზე გათვლილი ყველგან მყოფი კომპიუტერის შემუშავება.[1] Google Glass ინფორმაციას სმარტფონის მსგავს ფორმატში ასახავს, ხელით მართვის გარეშე. [10] ადამიანს, რომელიც ტექნიკას თან ატარებს, შეუძლია მოწყობილობისთვის ხმოვანი ბრძანებების გაცემით ინტერნეტთან დაკავშირება.[11][12] Google-მა მოწყობილობის "Glass-ის შემსწავლელების" კატეგორიისთვის გაყიდვა 2013 წლის 15 აპრილს დაიწყო. კამპანია შეზღუდული პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მოწყობილობა 1.500 აშშ დოლარი ღირდა. 2014 წლის 15 მაისს იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, იგივე ფასით. [13]
შემქმნელი | |
---|---|
მწარმოებელი | Foxconn |
ტიპი | დამატებული რეალობა, თავზე დამაგრებული ოპტიკური ეკრანი, პორტატული ტექნოლოგია, პორტატული კომპიუტერი |
გამოშვების თარიღი |
შემქმნელები (აშშ): თებერვალი 2013 (თებერვალი 2013)[1] მომხმარებლები (აშშ): ამჟამად უცნობია[2] |
თავდაპირველი ფასი |
შემსწავლელი ვერსია: 1.500 აშშ დოლარი სამომხმარებლო ვერსია: "საშუალო სმარტფონის ფასთან მიახლოებული"[3] |
ოპერაციული სისტემა | Android[4] (4.4.2[5]) |
კვება | 570 ამპერ საათინი შიდა ლითიუმ-იონური ბატარეა |
პროცესორი | OMAP 4430 SoC, ორმაგი ბირთვი[6] |
მეხსიერება | 2 გბ RAM[7] |
მეხსიერების საცავი | მთლიანად 16 გბ ფლეშ-მეხსიერება[6] (ხელმისაწვდომია 12 გბ)[8] |
მონიტორი | პრიზმული პროექტორი, 640×360 პიქსელი (იგივე, რაც 25 დუიმი/64 სანტიმეტრი 8 ფუტის/2.4 მეტრის მოშორებით[8]) |
ხმა | ძვალზე დამოკიდებული მართვისგარდამქმნელი[8] |
შეტანა | ხმოვანი ბრძანებები მიკროფონით,[8] აქსელერომეტრი,[8] გიროსკოპი,[8] მაგნიტომეტრი,[8] გარემოს განათების სენსორი, სიახლოვის სენსორი |
კონტროლერის შეტანა | სათითური, ტელეფონის აპლიკაცია MyGlass |
კამერა | ფოტოსურათი – 5 მპ, ვიდეო – 720p[8] |
კავშირი | Wi-Fi 802.11b/g,[8] Bluetooth,[8] მიკრო USB |
წონა | 43 გრამი (1.51 უნცია) |
უკუთავსებადობა | Bluetooth-თან თავსებადი ნებისმიერი ტელეფონი; MyGlass-ის აპლიკაციისთვის აუცილებელია Android 4.0.3 (Ice Cream Sandwich) ან უფრო ახალი ვერსია / ნებისმიერი iOS 7.0 ან უფრო ახალი ვერსია [8] |
დაკავშირებული სტატიები | Oculus Rift |
საიტი | google.com/glass |
Google მომხმარებელს 225 აშშ დოლარის ფასად ცალკე სთავაზობს ოთხი სხვადასხვა ჩარჩოს არჩევანს, რომელიც უფასოა მოწყობილობის მთლიანად შეძენის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შუშის ერთი ჩარჩოდან მეორეში გადატანისას მცირე ხრახნის მოხსნა. ჩარჩოს დამატებითი დიზაინების შემუშავება მოხდა იტალიური კომპანია Luxottica-ს მეშვეობით, რომელიც ფლობს Ray-Ban-ს, Oakley-ს და სხვა ბრენდებს.[14]
2015 წლის 15 იანვარს Google-მა გამოაცხადა, რომ მიმდინარე ფორმით Google Glass-ის წარმოებას აჩერებდა, მაგრამ განაგრძობდა მის შემუშავებას. [15]