პორტატიული სათამაშო კონსოლი From Wikipedia, the free encyclopedia
Game Boy Micro (იაპონ. ゲームボーイミクロ; სტილიზებული როგორც GAME BOY micro) — მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, Game Boy Advance-ის შემცირებული და გადაკეთებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2005 წლის 13 სექტემბერს იაპონიაში, 19 სექტემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში,[3] ხოლო 4 ნოემბერს ევროპაში. დაანონსდა Electronic Entertainment Expo-ზე 2005 წლის 17 მაისს.[4][5]
Game Boy Micro | |
---|---|
სხვა სახელწოდებები | Oxy (კოდური სახელი)[1] |
მწარმოებელი | Nintendo |
პროდუქტის ოჯახი | Game Boy Advance-ის ოჯახი |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 13 სექტემბერი, 2005 ჩრდ.ამ. 19 სექტემბერი, 2005 ავს 3 ნოემბერი, 2005 ევრ 4 ნოემბერი, 2005 |
შეწყდა | 2008 |
გაიყიდა |
2.42 მილიონი (31 მარტი, 2007})[2] |
მედია | Game Boy Advance Game Pak |
პროცესორი | 32-ბიტიანი ARM7TDMI (16.78 მჰც) |
წინა | Game Boy Advance SP (კონკურენტი) |
შემდეგი | Nintendo DS |
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 99 აშშ დოლარს.[6] იწონიდა 80 გრამს. მოიხმარდა 32 ARM7TDMI-ის 32 ბიტიან ცენტრალურ პროცესორს 16,78 მჰც ტაქტური სიხშირით, ლითიუმ-იონურ აკუმულატორს 5-დან 8 საათამდე ხანგრძლივობით. ეკრანის გაფართოება — 240x160, დიაგონალი — 51 მმ.
კონსოლი დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად. საერთო ჯამში გაიყიდა 2.44 მილიონი ასლის ოდენობით. Game Boy Micro არის უკანასკნელი კონსოლი Game Boy-ის ხაზიდან. მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, არათავსებადია Game Boy და Game Boy Color-ის თამაშებთან. Game Boy Micro-ს წარმოება შეწყდა 2005 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.