ველის კატა
From Wikipedia, the free encyclopedia
ველის კატა (ლათ. Felis lybica) — მცირე ზომის ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია აფრიკისა და აზიის ტყიან და ღია ადგილებში. სავრაუდოდ პირველი მოშინაურებული კატაა, რომელიც თანამედროვე შინაურ კატაზე დიდი და ძლიერია. დედალს უფრო ღია ბეწვი აქვს, რომელიც ფერად ღია ყავისფერი ან ნარინჯისფერ-ყავისფერია; გასდევს ვიწრო მუქი ზოლები. 40-სანტიმეტრიანი კუდის ჩაუთვლელად, ცხოველის სხეულის სიგრძე 70 სმ-ია, სიმაღლე მინდაოში საშუალოდ 23 სმ-ია, მასა 3,5 კგ-მდეა. ძირითადად იკვებება ფრინველებითა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებით; ნადირობს ღამით, მარტო. შეჯვარება, როგორც წესი, წლის დასაწყისში ახასიათებს, მაკეობა 56 დღემდე გრძელდება, შობს 2–5 ნაშიერს.[1]
სწრაფი ფაქტები ველის კატა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ველის კატა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Felis lybica (Forster, 1780) | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
|
დახურვა