From Wikipedia, the free encyclopedia
FM Towns Marty (იაპონ. エフエムタウンズマーティ) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Fujitsu-ის მიერ 1993 წელს ექსკლუზიურად იაპონიაში.[3] ის არის პირველი 32 ბიტიანი სახლის სისტემა და დაფუძნებულია 1989 წელს გამოსულ Fujitsu-ს კომპიუტერ FM Towns-ზე და ამავე დროს უკუთავსებადია FM Towns-ის ადრეულ თამაშებთან.
FM Towns Marty | |
---|---|
FM Towns Marty კონტროლერთან ერთად | |
მწარმოებელი | Fujitsu |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 20 თებერვალი, 1993 |
თავდაპირველი ფასი | 1000 აშშ დოლარი[1] |
შეწყდა |
იაპ 1995 |
გაიყიდა | 45,000 (31 დეკემბერი, 1993)[2] |
პროცესორი | AMD 386SX 16 მჰც |
მეხსიერება | 2 მბ |
მეხსიერების საცავი |
|
ამოღებადი საცავი | 352x232 – 640x480 გაფართოება, 256 ფერი ეკრანზე |
უკუთავსებადობა | FM Towns |
სისტემის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. ის მოიხმარდა AMD 386SX-ის ცენტრალურ პროცესორს 16 მჰც ტაქტური სიხშირით,[4] 2 მბ ოპერატიულ მეხსიერებას[5] და CD დისკწამყვანს. კონსოლის გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 256 ფერის გამოტანა ეკრანზე.
1994 წელს კომპანიამ გამოსცა კონსოლის მოდერნიზებული ვერსია FM Towns Marty 2, რომელსაც ჰქონდა მუქი ნაცრისფერი კორპუსი, შედარებით იაფი ღირდა, თუმცა მისი წინამორბედის ინდენტური იყო. გავრცელებული აზრით, ძველთან შედარებით ახალ ვერსიას გააჩნდა უფრო სწრაფი პროცესორი, თუმცა ეს ფაქტი მცდარი აღმოჩნდა.[6] აგრეთვე არ დადასტურდა ისიც, რომ მასში განთავსებული იყო Intel 486-ის პროცესორი. Fujitsu-მ გამოსცა მესამე ვერსია FM Towns Car Marty, რომელიც გამოიყენებოდა ავტომობილის პირობებში. მას გააჩნდა ჩაშენებული სანავიგაციო სისტემა და სხვა მახასიათებლები. მისი მოხმარება შესაძლებელი იყო სახლის პირობებშიც.[7]
მიუხედავად მძლავრი აპარატული შესაძლებლობებისა, FM Towns Marty კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, 1995 წელს კონსოლის წარმოება შეწყდა. ამის მიუხედავად, მესამე მხარის დეველოპერები 1999 წლამდე აგრძელებდნენ კონსოლზე თამაშების გამოცემას.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.