FGM-148 Javelin
From Wikipedia, the free encyclopedia
FGM-148 Javelin (IPA:/ˈdʒævlɪn/, იკითხება: ჯევლინ — „სასროლი შუბი“, ჯაველინი) — ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით. რაკეტის მიზანზე გაყვანა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ინფრაწითელი გამიზვნის სისტემით, რითაც კომპლექსში უზრუნველყოფილია „გაისროლე-დაივიწყეს“ პრინციპი. სხვა სახეობის ტსმრ-ებისგან განსხვავებით, გასროლის შემდეგ „ჯაველინი“ სრულად ავტონომიურ მართვაზე გადადის, რაც საშუალებას იძლევა მსროლელემა დაუყონებლივ შეიცვალოს პოზიცია საპასუხო ცეცხლის ასარიდებლად. ჯაველინის რაკეტას აქვს გასროლის ორი რეჟიმი: შეტევა კიდური ტრაექტორიით, როდესაც რაკეტა მიზანს ხვდება ზემოდან, და პირდაპირი შეტევა. რაკეტის კიდური ტრაექტორია განსაკუთრებულად ეფექტიანია ტანკების წინააღმდეგ სახურავის თხელ და ნაკლებად დაცულ ჯავშანში მოხვედრისას და უზრუნველყოფს ყველა თანამედროვე და პერსპექტიული ტანკების მწყობრიდან გამოყვანას მაღალი ალბათობით. პირდაპირი შეტევის რეჟიმი გამოიყენება როგორც ტექნიკის, ასევე გამაგრებული პოზიციების და პორტიფიკაციური ნაგებობების გასანადგურებლად. ბოლო მოდიფიკაციის „ჯაველინის“ სროლის ეფექტიანი მანძილი 4 750 მეტრია.[1]
FGM-148 Javelin | |
---|---|
ქართველი ჯარისკაცი ისვრის ჯაველინს | |
ტიპი | ტსმრ |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |