From Wikipedia, the free encyclopedia
Lockheed Martin F-35 Lightning II — კვლევის სტადიაზე მყოფი ერთადგილიანი, ერთ ძრავიანი, მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი. იგი გათვლილია საიერიშო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის მისიებისთვის სტელსის ტექნოლოგიების გამოყენებით.[10] F-35-ს გააჩნია სამი ძირითადი მოდელი: პირველი გათვლილია მოკლე გარბენით აფრენა-დაჯდომაზე, მეორე — ვერტიკალურ აფრენა-დაჯდომაზე, ხოლო მესამე — სპეციალურად ავიამზიდებისთვის.
F-35 Lightning II | |
---|---|
F-35A Lightning II | |
ფუნქცია | სტელსის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი |
წარმოება | Lockheed Martin Aeronautics |
პირველი გაფრენა | 15 დეკემბერი, 2006 |
წარდგენა | 2016[1]–2018[2][3] |
სტატუსი | პირველადი წარმოება, აშშ-ის სამსახურში, როგორც სასწავლო თვითმფრინავი[4] |
წარმოების წელი | 2006 წლიდან დღემდე |
რაოდენობა | 13 საცდელი + 10 სერიული [შ 1] |
ღირებულება | F-35A: 122 მილიონი აშშ-ის დოლარი(ზღვრული ღირებულება, 2011)[7] F-35B: $150 მილიონი (საშუალო ღირებულება, 2011)[8] F-35C: $139.5 მილიონი (საშუალო ღირებულება, 2011)[8][9][შ 2] F-35A-ს იარაღთა სისტემის განყოფილების ფასია $183.5 მილიონი (FY 2011)[7] |
გაუმჯობესებული | X-35 |
F-35 წარმოიშვა Lockheed Martin X-35-სგან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პროგრამის Joint Strike Fighter (JSF) ფარგლებში შექმნილ პროდუქტს. JSF პროგრამას ახორციელებს აშშ-ის მთავრობა, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა რამდენიმე ქვეყნის მთავრობის დამატებითი სახსრებით. პარტნიორი ქვეყნები წარმოადგენენ ან ნატოს წევრებს, ან აშშ-ის მოკავშირეებს. F-35-მა თავისი პირველი გაფრენა 2006 წლის 15 დეკემბერს განახორციელა.
აშშ აპირებს სულ 2 443 ასეთი თვითმფრინავის შეძენას, რომელთა საერთო ღირებულება აღწევს 323 მილიარდ დოლარს, რაც ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვითი პროგრამა იქნება, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.[11]
მახასიათებლები აღებულია Lockheed Martin-ის,[12][13][14] F-35 JSF სტატისტიკის გვერდებიდან[15] და F-35 პროგრამის მოკლე მიმოხილვიდან.[16]
ეკიპაჟი : 1 კაცი.
სიგრძე : 15.67 მ.
ფრთებს შორის მანძილი : 10.7 მ.
სიმაღლე : 4.33 მ.
ფრთების ფართობი : 42.7 მ2.
ცარიელის წონა : 13 300 კგ.
დატვირთულის წონა : 22 470 კგ.
მაქსიმალური ასაფრენი წონა : 31 800 კგ.
შიდა საწვავის ავზის მოცულობა : 8 382 კგ.
ძრავების რაოდენობა და ტიპი: 1, Pratt & Whitney F135, ფორსირებული ტურბოძრავა.
მაქსიმალური სიჩქარე : 1 930 კმ/სთ
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: F-35 Lightning II
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.