Entoloma hochstetteri
From Wikipedia, the free encyclopedia
Entoloma hochstetteri — ქუდიანი სოკო. ნაპოვნია ახალ ზელანდიასა და ინდოეთში. პატარა ზომისაა; გამოირჩება მოლურჯო შეფერილობით, რომელსაც იწვევს აზულენის 3 პიგმენტი. დღემდე რჩება უცნობი ის, არის თუ არა იგი შხამიანი. იზრდება ხექცეულებს შორის. აქვს კონუსისებრი მუქი ლურჯი და მოლურჯო, მომწვანი ელფერის მქონე ქუდი, რომლის დიამეტრია 4 სმ. სპორების ზომები განისაზღვრება 9,9-13,2 და 11,8-13,2 მიკრომეტრით. გვხვდება ახალი ზელანდიის სამხრეთი და ჩრდილოეთი კუნძულების ტყეებში.[1] კავშირში იმყოფება ნოთოფაგუსის და პოდოკარპუსის სახეობებთან. ნაპოვნია აგრეთვე ინდოეთში.[2] აღნიშნული სახეობა (როგორც ლათ. Hygrophorus hochstetteri) პირველად აღწერა ავსტრიელმა მიკოლოგმა ერვინ რაიხარდტმა 1866 წელს. დღევანდელი ბინომიალური სახელწოდება მიენიჭა 1962 წელს.
სწრაფი ფაქტები Entoloma hochstetteri, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
Entoloma hochstetteri | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Entoloma hochstetteri | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Entoloma hochstetteri | ||||||||||
|
დახურვა