![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2f/ESTCube-1_illustration.jpg/640px-ESTCube-1_illustration.jpg&w=640&q=50)
ESTCube-1
From Wikipedia, the free encyclopedia
ESTCube-1 — პირველი ესტონური და მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც იყენებს „ელექტრული იალქნის“ სისტემას. ESTCube-1 წარმოადგენს კუბის ფორმის მინითანამგზავრს, რომელიც CubeSat-ის ნანოტექნოლოგიური მეთოდით დამზადდა. მისი ზომებია: 0x10x11.35 სმ, მოცულობა 1 ლიტრი, ხოლო წონა 1,048 კგ. შემუშავდა ესტონელი სტუდენტების მიერ ტარტუს უნივერსიტეტში, თანამგზავრული პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა საგანმანათლებლო პროექტია, რომელშიც ჩართვა ესტონელ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ.[1][2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2f/ESTCube-1_illustration.jpg/640px-ESTCube-1_illustration.jpg)
2013 წლის 7 მაისს წარმატებით გავიდა ორბიტაზე Vega-ს რაკეტა-მატარებლით, საფრანგეთის გვიანას კოსმოდრომიდან „კურუ“ .[3]
პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 100 ათასი ევროა (70 ათასი ევრო მოხმარდა გაშვებას). პროექტი ევროკავშირის საგრანტო მხარდაჭერით განხორციელდა.[4].
- სტუდენტთა ჯგუფი
- სტრუქტურა
- ESTCube-1-ის გუნდი