From Wikipedia, the free encyclopedia
„Creep“ — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით გამოვიდა 1993 წლის თებერვალში. იგი შეტანილია ჯგუფის სადებიუტო ალბომში Pablo Honey.
„Creep“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Radiohead | ||||
ალბომიდან Pablo Honey | ||||
გამოსვლის თარიღი | 21 სექტემბერი 1992 | |||
ჩაიწერა | 1992 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი, გრანჟი[1][2][3][4] | |||
ხანგრძლივობა | 3:59 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Parlophone EMI | |||
პროდიუსერი | შონ სლეიდი, პოლ ქ. კოლდერი | |||
Radiohead — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
ნაწყვეტი
|
Radiohead-ს პირველი წარმატება სიმღერამ „Creep“ მოუტანა, რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, „Creep“ ექსეტერის უნივერსიტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. Creep ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის – სკოტ უოლკერის გავლენითაა შექმნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი გრინვუდს მისამღერში გიტარის ცნობილი ღრჭიალით მხოლოდ იმ სიმღერის გაფუჭება სურდა, რომელიც დიდად არ მოსწონდა. ერთი წლის მოგვიანებით, მისი ხელახალი ჩაწერის შემდეგ სიმღერა ჰიტად იქცა. სიმღერის კრიტიკამ არ დაახანა – NME Radiohead-ს ასეთი შეფასება მისცა – მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად, BBC Radio1 ეთერში კი არ უშვებდნენ ზედმეტად დეპრესიულობის გამო.
მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად Radiohead დაჩრდილა. სიმღერით გამოწვეულმა ისტერიამ დამთრგუნველად იმოქმედა Radiohead-ის წევრებზე. კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულების შემდეგ აუდიოტორია ადგილს ტოვებდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ 1997 წელს გამოსულ ვიდეო დისკში 7 Television Commercials შეგნებულად არ შევიდა Creep. ერთი პერიოდი კი Radiohead-მა საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერის შესრულებაზე. ეს 2001 წლამდე გაგრძელდა, როდესაც განუწყვეტელი თხოვნის შემდეგ სიმღერა ისევ გაჟღერდა ცალკეულ კონცერტებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.