![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/67/Counter-Strike_Box.jpg/640px-Counter-Strike_Box.jpg&w=640&q=50)
Counter-Strike
From Wikipedia, the free encyclopedia
Counter-Strike (შემოკლ. CS; ინგლ. კონტრშეტევა, საპასუხო-დარტყმა) — ე.წ. "პირველი პირის მსროლელი" (ინგლ. First Person Shooter, FPS) ტიპის კომპიუტერული თამაში (ჟანრი 3D-მსროლელი), რომელიც გამოვიდა 2000 წლის 8 ნოემბერს. იგი არის შექმნილი კომპანია Valve Corporation-ის მიერ. დღემდე თამაშის სხვადასხვა ვერსიები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. CS უფრო ასოცირდება Valve Corporationის მიერ 1998 წელს გამოშვებულ ამავე ჟანრის ცნობილ თამაშთან "Half-Life", რომელიც უფრო სამეცნიერო-ფანტასტიკური ხასიათისაა. კომპანია Valve-ს მიერ 2000 წელს გამოშვებული Counter Strike-ს 1.5 ვერსიაში გაერთიანებულია როგორც თვით CS და Half-Life, ასევე Valve-ს სხვა თამაშები: "Deathmatch Classic", "Team Fortress" და "Ricochet". ამ თამაშში ტარდება ჩემპიონაეტბიც.
Counter-Strike | |
---|---|
![]() | |
დეველოპერ(ებ)ი | Valve L.L.C. |
გამომცემელი |
Sierra Studios Valve Corporation (ციფრული) |
სერია | Counter-Strike |
ძრავა | GoldSrc |
პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows, Xbox, OS X, Linux |
გამოსვლის თარიღი | 8 ნოემბერი, 2000 |
ჟანრ(ებ)ი | პირველი პირის მსროლელი |
რეჟიმ(ებ)ი | მრავალმოთამაშიანი |
დიზაინერ(ებ)ი |
მინ ლი ჯეს კლაიფი |