From Wikipedia, the free encyclopedia
კოლგეიტ-პალმოლივი (ინგლ. Colgate-Palmolive) — ამერიკული ტრანსნაციონალური დივერსიფიკაციული კორპორაცია, რომელიც ამზადებს საოჯახო ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქციას: საპონს, დეტერგენტებს და პირის ღრუსათვის განკუთვნილ საშუალებებს. ფართოდ არის ცნობილი ამ კომპანიის კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი. კომპანია დაკავებულია ასევე ვეტერინარული პროდუქციის წარმოებით. კომპანიის ოფისები განლაგებულია პარკ-ავენიუში, მანჰეტენის ცენტრში (ნიუ-იორკი, აშშ).
ტიპი | სახალხო კომპანია |
---|---|
დარგი | პირადი ჰიგიენის პრდუქტები |
დაფუძნდა | 1806 |
დამაარსებელი | უილიამ კოლგეიტი |
სათავო ოფისი | ნიუ-იორკი, აშშ |
მმართველი |
იან კუკი (გენ. დირექტორი) |
პროდუქცია |
საპონი |
შემოსავალი | 15.2 მილიარდი აშშ დოლარი (2016)[1] |
მთლიანი შემოსავალი | 3.8 მილიარდი (2016)[1] |
სუფთა მოგება | 2.4 მილიარდი (2016)[1] |
თანამშრომელი | 36,700 (2016)[2] |
საიტი | ოფიციალური საიტი |
1806 წელს უილიამ კოლგეიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით William Colgate & Company. მომდევნო წლებში კომპანიამ არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება. 1833 წელს უილიამ კოლგეიტმა გადაიტანა გულის შეტევა, რის შემდეგ კომპანიამ გარკვეული დროით შეწყვიტა პროდუქციის წარმოება. 1840-იან წლებში კომპანიამ დაიწყო ასაწონი საპნის გაყიდვა. 1857 წელს უილიამ კოლგეიტი გარდაიცვალა, რის შემდეგ კომპანია გარდაიქმნა „Colgate & Company“-ად. კომპანია ჩაიბარა უილიამ კოლგეიტის შვილმა — სამუელ კოლგეიტმა, რომელსაც არ სურდა ბიზნესის გაგრძელება.
1872 წელს კომპანიამ წარადგინა არომატული საპონი. 1873 წელს პირველად წარადგინა კბილის პასტა. 1896 წელს „Colgate-ი“ დაიქირავა მარტინ იტნერმა, რომლის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პირველი გამოყენებითი კვლევითი ლაბორატორიები.[3] 1908 წელს მასიურად დაიწყო კბილის პასტის წარმოება. 1953 წლიდან ატარებს სახელწოდებას Colgate-Palmolive Company.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.