From Wikipedia, the free encyclopedia
BP plc (ოფიციალური სტილი BP p.l.c., ყოფილი The British Petroleum Company plc და BP Amoco plc ) – ბრიტანული მრავალეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ინგლისში. ის მსოფლიოს შვიდი უდიდესი ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიიდან ერთ-ერთია.[4] ის არის ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია, რომელიც მუშაობს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ყველა სფეროში, მათ შორის ძიებისა და მოპოვების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის, ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ვაჭრობის ჩათვლით.
BP-ს სათაო ოფისი. St. James's, უესტმინსტერი, ლონდონი | |
ტიპი | საჯარო შეზღუდული კომპანია (Public limited company) |
---|---|
იყიდება როგორც |
|
ISIN | GB0007980591 |
დარგი | ნავთობი და გაზი |
წინამორბედი |
|
დაფუძნდა |
14 აპრილი, 1909 (როგორც ანგლო-სპარსული ნავთობ კომპანია) 16 დეკემბერი, 1954 (როგორც British Petroleum) |
დამაარსებელი |
უილიამ ნოქს დ'არსი ჩარლზ გრინვეი |
სათავო ოფისი | ლონდონი, ინგლისი |
მოცული ტერიტორია |
მსოფლიო |
მმართველები |
|
პროდუქცია |
|
გამოშვებული პროდუქცია |
3,7 კილობარელი/დღეში (590×103 მ3/დღე) ნავთობის ექვივალენტი ბარელი (2018)[1] |
ბრენდები |
|
შემოსავალი | $164,19 მილიარდი (2021)[2] |
მთლიანი შემოსავალი | $18,08 მილიარდი (2021)[2] |
სუფთა მოგება | $8,49 მილიარდი (2021)[2] |
აქტივები სულ | $287,27 მილიარდი (2021)[2] |
თანამშრომელი | 60 000 (2021)[3] |
საიტი |
bp.com (საერთაშორისო) bp.com/georgia (BP საქართველო) |
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, BP ოპერირებდა მსოფლიოს თითქმის 80 ქვეყანაში, აწარმოებდა დაახლოებით 3,7 მილიონ ბარელს დღეში (590 000 მ3/დღეში) და ჰქონდა 19 945 მილიარდი ბარელის (3.1710×109 მ3) ეკვივალენტი ნავთობი დადასტურებული მარაგის სახით.[1] კომპანიას აქვს დაახლოებით 18 700 ბენზინგასამართი სადგური მთელს მსოფლიოში. მისი უდიდესი განყოფილებაა BP America შეერთებულ შტატებში. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, BP მ განაცხადა, რომ გაყიდიდა ნახშირწყალბადების მარაგებითა და წარმოებით მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობისა და გაზის საჯარო ვაჭრობის რუსული კომპანია Rosneft- ის 19,75%-იან წილს.[5][6] ერთ-ერთი შეფასებით, BP არის მსოფლიოში 357-ე უდიდესი საჯარო კომპანია.[7]
BP-ის წარმოშობა თარიღდება 1908 წელს ანგლო-სპარსული ნავთობის კომპანიის დაარსებით, რომელიც დაარსდა როგორც Burmah Oil Company- ის შვილობილი კომპანია ირანში აღმოჩენილი ნავთობის გამოსაყენებლად. 1935 წელს იგი გახდა ანგლო-ირანული ნავთობკომპანია და 1954 წელს მიიღო სახელი British Petroleum.[8][9] 1959 წელს კომპანია გაფართოვდა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ალასკამდე . British Petroleum-მა 1978 წელს Standard Oil of Ohio-ს საკონტროლო პაკეტი მოიპოვა. ბრიტანეთის მთავროამ, რომელიც ადრე კომპანიის უმრავლეს წილს ფლობდა, მისი პრივატიზაცია ეტაპობრივად, 1979-1987 წლებში მოახდინა. 1998 წელს British Petroleum Amoco- სთან გაერთიანდა და გახდა BP Amoco plc. 2000 წელს კომპანიამ ARCO და Burmah Castrol შეიძინა. 2001 წელს კომპანიამ კვლავ შეიცვალა სახელი და BP plc გახდა. 2003 წლიდან 2013 წლამდე BP რუსეთში, ერთობლივი საწარმო TNK-BP-ს პარტნიორი იყო.
BP-ს აქციები ძირითადად დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის FTSE 100 ინდექსში.
(ქრონოლოგიური თანმიმდევრობით)
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.