From Wikipedia, the free encyclopedia
Atomic Rooster — პროგრესული როკის ჟანრის ინგლისური ჯგუფი, რომელსაც შეადგენდნენ ჯგუფის Crazy World of Arthur Brown ყოფილი წევრები. ჯგუფის არსებობის მანძილზე ვინსენტ კრეინი იყო მისი ერთადერთი უცვლელი წევრი და სიმღერების დიდი ნაწილის ავტორი. მათი ისტორია იყოფა ორ პერიოდად, 1970-იან და 1980-იან წლებში. მათი ჟანრის განსაზღვრა რთულია, რადგან მცირე პერიოდებში ეს ჟანრები იცვლებოდა. თუმცა, ძირითადად ისინი ასრულებდნენ მძიმე როკის/პროგრესული როკის სინთეზს. ამის გარდა მათ ჰქონდათ მხოლოდ 2 წარმატებული სინგლი - „Tomorrow Night“ (ინგლისში - #11) და „The Devil's Answer“ (ინგლისში - #4), ორივე გამოცემული 1971 წელს.[4]
Atomic Rooster | |
---|---|
Atomic Rooster 1970 წელს. მარცხნდან: ჯონ დუ კენი, ვინსენტ კრეინი და პოლ ჰემონდი | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი,[1][2] მძიმე როკი,[3] ბლუზ როკი[3] |
აქტიური |
1969–1975 1980–1983 |
ლეიბლ(ებ)ი | |
ყოფილი წევრები |
|
საიტი | atomicroostermusic.com |
Atomic Rooster ვიკისაწყობში |
Atomic Rooster ჩამოყალიბდა 1969 წლის ბოლოს ორგანისტის, ვინსემტ კრეინის და დრამერის, კარლ პალმერის The Crazy World of Arthur Brown-იდან წასვლის შემდეგ. სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Atomic Roooster“ ჩაიწერა 1970 იანვარში და გამოვიდა 1970 წლის თებერვალში, ხოლო ივნისში ბრიტანეთის ჩარტებში 49-ს ადგილს მიაღწია. ეს ალბომი ჩაიწერა ბას-გიტარისტ ნიკ გრეჰემთან და დრამერ კარლ პალმერთან ერთად, ხოლო კრეინმა დამატებით შეასრულა გიტარის და ვოკალის პარტიები.
სულ მალე გრეჰემმა და პალმერმა დატოვეს ჯგუფი და კრეინმა მოიწვია გიტარისტი ჯონ დიუ კენი და დრამერი პოლ ჰემონდი.[5]. ამ შემადგენლობამ 1970 წლის სექტემბერში გამოსცა მეორე ალბომი, „Death Walks Behind You“, რომლიდანაც სინგლმა „Tomorrow Night“ (#11 UK) ჯგუფს მოუტანა პირველი სერიზული წარმატება. (ალბომმა მიაღწია #12 UK და #90 US). მათი წარმატება გაამყარა სიმღერამ „Devil’s Answer“ (#4 UK) და მესამე ალბომმა „In Hearing of Atomic Rooster“ (#18 UK და #167 US), შექმნილი ვოკალისტ პიტ ფრენჩთან თანამშრომლობით ჯგუფიდან Cactus.
გარკვეული ხნის შემდეგ ეს კოლექტივი დაიშალა და კრეინმა კვლავ შეკრიბა მუსიკოსები: კრის ფარლოუ (ვოკალი), სტივ ბოლტონი (გიტარა), ბილ სმითი (ბასი), რიკ პარნელი (დასარტყამები). ამ შემადგენლობამ ჩაწერა ორი ალბომი, „Made In England“ (რომელსაც ჰხვდა უმნიშნვნელო წარმატება ამერიკაში — 149-ე ადგილი) და „Nice’n’Greasy“.
მოგვიანებით კრეინმა რამდენიმეჯერ შემოიკრიბა მის გარშემო მუსიკოსები, თუმცა ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა და წარმატებას ვერ მიაღწია. კრეინი ასევე მონაწილეობდა Dexys Midnight Runners-სა და სუპერჯგუფ Katmandu-ში, შექმნილი პიტერ გრინის მიერ. 1989 წლის 14 თებერვალს ვინსენტ კრეინმა, რომელსაც ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში, მედიკამენტების გადაჭარბებული დოზის მიღებით ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
2016 წელს კრეინის ქვრივის ნებართვით Atomic Rooster კვლავ აღსდგა. პირველი კონცერტი ჩატარდა 2016 წლის 14 ივლისს, კლიტეროში, ლანკაშირი. ჯგუფის წევრები არიან: პიტ ფრენჩი (ვოკალი), სტივ ბოლტონი (გიტარა), კრისტიან მედენი (კლავიშები), შაგ მილიჯი (ბასი) და ბო უოლში (დასარტყამები).
ივნისი, 1969 - მარტი, 1970 | მარტი, 1970 – ივნისი, 1970 | ივნისი, 1970 – აგვისტო, 1970 | აგვისტო, 1970 – ივნისი, 1971 | ივნისი, 1971 - აგვისტო, 1971 |
---|---|---|---|---|
|
|
|
|
|
აგვისტო, 1971 – სექტემბერი, 1971 | სექტემბერი, 1971 – თებერვალი, 1972 | თებერვალი, 1972 - 1972-ის ბოლოს | 1972-ის ბოლოს - მარტი, 1974 | მარტი, 1974 - თებერვალი, 1975 (როგორც Vincent Crane's Atomic Rooster) |
|
|
|
|
|
თებერვალი, 1975 - 1980-ის შუა პერიოდი | 1980-ის შუა პერიოდი – ოქტომბერი, 1980 | ორი კვირით 1980 წლის ოქტომბერში | ოქტომბერი, 1980 - 1982-ის შუა | 1982-ის შუა პერიოდში |
დაიშალა |
|
|
|
|
1982-ის შუა პერიოდი - 1983 | 1983 - 1983-ის შუა პერიოდი | 1983-ის შუა პერიოდი - 1983-ის ბოლო | 2016 - დღემდე | |
|
|
|
|
გამოცემის თარიღი | ალბომი | ადგილი აშშ ჰიტ-აღლუმში (მაქს.) | ადგილი ინგლისის ჰიტ-აღლუმში (მაქს.) |
---|---|---|---|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.