From Wikipedia, the free encyclopedia
Atari 7800 ProSystem, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Atari 7800 — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Atari, Inc.-ის მიერ 1986 წელს.[2] ეს არის პირველი კონსოლი, რომელიც სრულიად უკუთავსებადია Atari 2600-თან, რაიმე სახის მოდულის გამოყენების გარეშე. მისი თავდაპირველი საბაზრო ფასი 140 აშშ დოლარს შეადგენდა.
Atari 7800 | |
---|---|
მწარმოებელი | Atari, Inc., Atari Corporation |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი |
აშშ: მაისი, 1986[1] PAL: 1987 |
გაიყიდა | 3.5 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Atari SALLY 6502 ("6502C") 1.19-1.79 მგჰ, |
მეხსიერება | 4კბ RAM, 4კბ BIOS |
მონიტორი | 160×240, 320×240 (PAL: 160×288/320×288) |
გრაფიკა | MARIA-ს გრაფიკული ჩიპი 7.16 მგჰ ტაქტური სიხშირით |
უკუთავსებადობა | Atari 2600 |
წინა | Atari 5200 |
შემდეგი | Atari Panther (გაუქმებული) |
2600-თან შედარებით, 7800, აპარატურის თვალსაზრისით შესამჩნევად გაუმჯობესებულია, თუმცა გამოიყენებს იმავე აუდიო ჩიპს, რასაც მისი წინამორბედი. მასში განთავსებულია Atari SALLY 6502-ის ცენტრალური პროცესორი 1.19-1.79 ტაქტური სიხშირით, 4 კბ ოპერატიული მეხსიერება[3] და MARIA-ს გრაფიკული ჩიპი.[4]Atari 2600-თან უკუთავსებადობის წყალობით, მასზე ხელმისაწვდომი იყო უამრავი თამაში, თუმცა მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობის გამო, სისტემაზე ჯამში 100 ერთეულ თამაშზე მეტი არ გამოსულა.
კონსოლის თავდაპირველი სახელწოდება იყო Atari 3600 და გამოცემა დაგეგმილი იყო 1984 წლის 21 მაისისთვის, მაგრამ თარიღმა 1986 წლამდე გადაიწია,[5] რაც განაპირობა იმან, რომ შემქმნელი კომპანია შეისყიდა Tramel Technology Ltd-მა.[6]
მსოფლიოს მასშტაბით, სისტემის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 3.5 მილიონ ეგზემპლარს. 2009 წელს საიტმა IGN, Atari 7800-ს სიაში „25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ 17-ე ადგილი მიუჩინა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.