![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/47/Acer_Building_in_Oriental_Science_Park_right-front.jpg/640px-Acer_Building_in_Oriental_Science_Park_right-front.jpg&w=640&q=50)
Acer
From Wikipedia, the free encyclopedia
Acer (ჩინ.: 宏碁股份有限公司; ფინინი: Hóngqi Gǔfèn Yǒuxiàn Gōngsī) — აპარატურისა და ელექტრონიკის ტაივანური ტრანსნაციონალური კორპორაცია, რომლის შტაბ-ბინაც ქალაქ ახალ ტაიბეიში მდებარეობს. Acer-ის პროდუქცია მოიცავს პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებს, პლანშეტურ კომპიუტერებს, სერვერებს, მეხსიერების ბარათებს, მონიტორებსა და სმარტფონებს. იგი ასევე აწარმოებს ელექტრონული ბიზნეს-სერვისს ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისა თუ უბრალო მომხმარებლებისათვის. Acer პერსონალური კომპიუტერების მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მწარმოებელია.
![]() | |
![]() | |
ტიპი | სახალხო კომპანია |
---|---|
დარგი | ელექტრონიკა |
დაფუძნდა | 1976; 48 წლის წინ (1976) |
დამაარსებელი | სტან შიჰი და სხვები |
სათავო ოფისი |
ახალი ტაიბეი, ![]() |
მმართველი |
თავმჯდომარე— ძენტანგ ვანგი (Zhentang Wang) (2012) |
პროდუქცია |
პერსონალური კომპიუტერები |
შემოსავალი | $16,18 მლრდ. USD (2011 წელი)[1] |
მთლიანი შემოსავალი | $ 225,3 (2011 წელი)[1] |
თანამშრომელი | 7 757 (2011)[1] |
საიტი | acer.com |
2000-იანი წლების დასაწყისში, Acer-მა ახალი ბიზნეს-მოდელი შეიმუშავა, რითაც მწარმოებლიდან მთავარი აქცენტი დიზაინზე, ბაზარზე, და პროდუქციის დისტრიბუციაზე გადაიტანა, თუმცა წარმოების პროცესი მწარმოებლებთან კონტრაქტების საფუძველზე შეინარჩუნა.[2]
ასევე, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნესია უმსხვილესი ფრენჩაიზებული კომპიუტერული საცალო ჯაჭვი ტაიბეიში.[3]