2K Games
From Wikipedia, the free encyclopedia
2K Games, Inc — ამერიკული კომპანია, რომელიც ქმნის, გამოსცემს და დისტრიბუციას უწევს ვიდეო თამაშებს, როგორებიც არის Borderlands, Civilization V NBA 2K და სხვა მრავალი.[1] 2K Games არის Take-Two Interactive-ის შვილობილი კომპანია. დაარსდა 2005 წელს, მას შემდეგ რაც Take-Two Interactive-მა Sega-სგან შეიძინა კომპანიები Visual Concepts და Kush Games $24 მილიონის სანაცვლოდ.[2]
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი |
ვიდეო თამაშების ინდუსტრია ინტერაქტიული გართობა |
დაფუძნდა | 25 იანვარი, 2005; 19 წლის წინ (2005-01-25) |
სათავო ოფისი | ნოვატო, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
კრისტოფერ ჰარტმანი (პრეზიდენტი) დეივიდ ისმაილერი (მართვის ოფიცერი) |
პროდუქცია | ვიდეო თამაშები |
მფლობელი | Take-Two Interactive |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სახელწოდება „2K Games“ მოდის კომპანია Visual Concepts-ის მიერ შემუშავებული თამაშების სერიიდან 2K, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ Dreamcast-ზე გამოდიოდა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ნოვატოში, კალიფორნია. იგი აქტიურად ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევვე მის ფარგლებს გარეთაც.
2K Games ნომინირებული იქნა ბრიტანული აკადემიის თამაშების დაჯილდოებაზე.[3]