![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c2/A2017U1_5gsmoothWHT_enhanced.jpg/640px-A2017U1_5gsmoothWHT_enhanced.jpg&w=640&q=50)
1I/ოუმუამუა
From Wikipedia, the free encyclopedia
1I/ოუმუამუა, 1I, 1I/2017 U1 — პირველი ოფიციალურად დადასტურებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ოდესმე შემოჭრილა მზის სისტემაში.[1] იგი აღმოაჩინა 2017 წლის 19 ოქტომბერს, ჰალეაკალას ობსერვატორიის Pan-STARRS 1-ის ტელესკოპით რობერტ ვერიკმა, დაახლოებით 40 დღის შემდეგ, რაც გადალახა მზესთან უახლოესი წერტილი 9 სექტემბერს. აღმოჩენის მომენტში ის დედამიწიდან დაახლოებით 33 მლნ. კმ-ით შორს მდებარეობდა, რაც დაახლოებით 85-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე მთვარე და უკვე შორდებოდა მზეს. უცნობი ობიექტი თავიდან იდენტიფიცირდა, როგორც კომეტა — C/2017 U1, შემდგომ გადაკლასიფიცირდა, როგორც ასტეროიდი — A/2017 U1, ხოლო დამატებითი ანალიზის შემდეგ დადასტურდა, რომ იგი არ წარმოადგენდა მზის სიტემის ობიექტს, არამედ შემოჭრილი იყო გარე კოსმოსიდან.
1I/ოუმუამუა | ||||
---|---|---|---|---|
![]() ოუმუამუა. 2017 წლის 28 ოქტომბერი | ||||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | რობერტ ვერიკი, Pan-STARRS 1-ის ტელესკოპით | |||
აღმოჩენის ადგილი | ჰავაის ჰალეაკალას ობსერვატორია | |||
აღმოჩენის თარიღი | 19 ოქტომბერი, 2017 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
პერიჰელიუმი | 0.255916±0.000007 ა. ე. | |||
დიდი ნახევარღერძი (a) | −1.2723±0.0001 ა. ე. | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 1.20113±0.00002 | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 26.33±0.01 კმ/წმ | |||
საშუალო ანომალია ( |
51.158° | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები |
115 მ × 111 მ × 19 მ 100–1000 მ სიგრძე 230 მ × 35 მ × 35 მ (est. at albedo 0.10) | |||
| ||||
|
ოუმუამუა იყო მცირე მოგრძო ობიექტი, რომლის სიგძე მერყეობდა 100-დან 1000 მეტრამდე, ხოლო სიგანე და სისქე 35-დან 167 მეტრამდე.[2]; ჰქონდა მოწითალო ფერი, ისეთივე, როგორც მზის სისტემის გარე ობიექტებს. მზესთან მიახლოების მიუხედავად მას არ შეენიშნებოდა კომეტისთვის დამახასიათებელი კომა — ნისლეული, რომელიც კომეტებს აღენიშნებათ ხოლმე მზესთან მიახლოებისას. ამის გარდა, მან დამატებით აჩვენა არაგრავიტაციული აჩქარება, რომელიც როგორც წესი გამოწვეულია გაზების ამოფრქვევით ან მზის გამოსხივების წნევით გამოწვეული ბიძგის გამო.[3][4] მას ჰქონდა მზის სისტემის ასტეროიდების მსგავსი ბრუნვის სიჩქარე, მაგრამ მისი გამოკვეთილად წაგრძელებული ფორმა, მზის სისტემაში მოხეტიალე ასტეროიდების გვერდით იგი უჩვეულო ობიექტად აღიქმებოდა. ამ მახასიათებელმა გააჩინა სხვადასხვა ვარაუდი მისი წარმოშობის შესახებ. მისი ბრუნვის „ციბრუტივით ტრიალი“, გაბარიტები და მზესთან მიმართებაში სწრაფი გადაადგილება იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ის მზის სისტემაში გარე კოსმოსიდან შემოვიდა. მისი სისწრაფიდან (დაახლოებით 26.33 კმ/წმ, რაც შეესაბამება მესამე კოსმოსურ სიჩქარეს) გამომდინარე ის მზის ორბიტაზე ვერ გაჩერდებოდა, ამიტომ მან საბოლოოდ დატოვა მზის სისტემა და მოძრაობა გააგრძელა ვარსკვლავთშორის სივრცეში.
2019 წლის ივლისისთვის, ასტრონომების უმეტესობამ დაასკვნა, რომ ეს იყო ბუნებრივი ობიექტი, მაგრამ დროში შეზღუდული დაკვირვების გამო მისი ზუსტი აღწერა და შესწავლა ვერ მოხერხდა. იმ შემთხვევაში, თუ ოუმუამუა კლდოვანი მასის გროვა იქნებოდა, მას ექნებოდა ასტეროიდების მსგავსი სიმკვრივე,[5] მაგრამ მისი მზესთან მიმართებაში მოძრაობიდან გამომდინარე, მას შესაძლოა ჰქონოდა ყინულოვანი კომეტების სტრუქტურა,[6] რაც საშუალებას მისცემდა მას ჰქონდა შედარებით დაბალი სიმკვრივე კლდოვან ასტეროიდებთან შედარებით.
ერთ-ერთი ვარაუდით, ის წარმოადგენს დაშლილი მოხეტიალე-კომეტის ფრაგმენტს,[7][8] ან პლუტონის მსგავსი გაყინული აზოტით მდიდარი ეგზოპლანეტის ნატეხს.[9][10][11] 2023 წლის 22 მარტს, ასტრონომებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მზესთან დაკვირვებული აჩქარება გამოწვეული იყო წყალბადის გამოთავისუფლებით, რომელიც წარმოიქმნა -ით მდიდარი ყინულოვანი სხეულის გახურების შედეგად.[12] ეს კი ცხადჰყოფდა იმას, რომ ოუმუამუა წარმოადგენდა ისეთი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავთშორის კომეტას, რომელსაც ბევრი საერთო უნდა ჰქონდა ჩვენი მზის სისტემასთან.[13]
ავი ლოებმა ოუმუამუას ფორმიდან გამომდინარე გამოთქვა ვარაუდი, რომ იგი შეიძლება ყოფილიყო უცხოპლანეტური ტექნოლოგიებით შექმნილი საფრენი აპარატი,[14] თუმცა აღნიშნული ჰიპოთეზის დამადასტურებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.[15][16] 2022 წლის იანვარში მკვლევარებმა წარმოადგინეს პროექტი ლირა, რომლის ფაგლებშიც, დედამიწიდან გაშვებულ კოსმოსურ ხომალდს შეეძლო 26 წელიწადში დაწეოდა ოუმუამუას მისი დეტალური შესწავლისათვის.[17][18]