![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/93/Acetronic-MPU-1000.jpg/640px-Acetronic-MPU-1000.jpg&w=640&q=50)
1292 Advanced Programmable Video System
From Wikipedia, the free encyclopedia
1292 Advanced Programmable Video System — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული გერმანული კომპანია Radofin-ის მიერ 1976 წელს.[2] ის შემდგომში ლიცენზირებული იქნა სხვადასხვა კომპანიების მიერ, მათ შორის: Acetronic, Prinztronic, Fountain, Grandstand, Audiosonic, Hanimex და Lansay.[3] ამ ვარიანტებიდან ყველა გამოიცემოდა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხა სახელწოდებების ქვეშ. ზოგიერთი ორიგინალის იდენტური იყო, ხოლო ზოგი მათგანი სრულიად განსხვავებული დიზაინით ქვეყნდებოდა.
1292 Advanced Programmable Video System | |
---|---|
![]() | |
მწარმოებელი | Radofin |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1976 (1976) |
შეწყდა | 1983 (1983) |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | 8-ბიტიანი Signetics 2650AI @ 4.43მჰც[1] |
მეხსიერება | 43 ბაიტი |
კონტროლერის შეტანა | 2 × 12 ღილაკიანი |
სისტემა წარმოადგენდა იმ კონსოლების ჯგუფის ნაწილს (ჯგუფს საფუძველი ჩაუყარა Interton VC-4000-მა), რომელიც გამოიყენებდა Signetics 2650-ის ცენტრალურ პროცესორს (ამავე პროცესორს გამოიყენებდა Emerson Arcadia 2001). მასში განთავსებული იყო 43 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება[4] და თან მოჰყვებოდა 12 ღილაკიანი სათამაშო კონტროლერი.