12,7 მმ შაშხანა პდშპ
From Wikipedia, the free encyclopedia
12,7 მმ კალიბრის სნაიპერული შაშხანა „პდშპ“ შექმნილია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ. არსებობს შაშხანის სამი მოდიფიკაცია ერთმანეთისგან განსხვავებული წონით და ლულის სიგრძით. „პდშპ“ მსხვილკალიბრიანი ეგრეთ წოდებული ანტიმატერიული შაშხანების კლასს განეკუთვნება და მისი პირდაპირი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების ობიექტების დაზიანება. როგორებიცაა რადიოლოკაციური სადგურები, შორსმსროლელი საარტილერიო დანადგარები, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, საზენიტო დანადგარები და სხვა. შაშხანა ასევე გამოიყენება ანტისნაიპერული დანიშნულებითაც, მისი საშუალებით ცოცხალი ძალის განადგურება 2 კმ-მდე მანძილზე შეიძლება.