From Wikipedia, the free encyclopedia
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმ. Humboldt-Universität zu Berlin) — ბერლინის ოთხ უნივერსიტეტთაგან უძველესი. დაარსდა 1809 წლის 16 აგვისტოს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ინიციატივით. 1828 წელს მიიღო "ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის" სახელწოდება პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის პატივსაცემად, რომლის მეფობის პერიოდშიც დაარსდა უნივერსიტეტი. 1949 წლიდან ჰუმბოლდტის სახელი ჰქვია.
სწავლება უნივერსიტეტში 1810 წელს დაიწყო და მასში 256 სტუდენტი ირიცხებოდა (2003 წელს აქ 37 145 სტუდენტი იყო, მათ შორის 4 662 უცხოელი). XIX საუკუნეში უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კვლევითი ცენტრი გახდა. მის რექტორებად სხვადასხვა დროს იყვნენ იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰეგელი, ფრიდრიხ შლეიერმახერი, კარლ ვეიერშტრასი, თეოდორ მომზენი, რუდოლფ ვირხოვი, მაქს პლანკი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 6,5 მილიონი წიგნით და დაახ. 9000 მიმდინარე ჟურნალ-გაზეთით ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა გერმანიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.