ჰომოსექსუალობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰომოსექსუალობა — რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა ან ქცევა ერთი სქესის წევრებს შორის. როგორც სექსუალური ორიენტაცია, ჰომოსექსუალობა აღნიშნავს „სექსუალური, სასიყვარულო ან რომანტიკული ლტოლვის ხანგრძლივ ნიმუშს ან ხასიათს“ უმთავრესად ან ექსკლუზიურად იმავე სქესის ხალხის მიმართ; „აგრეთვე აღნიშნავს ინდივიდის პიროვნულ გრძნობას ან იდენტობას.“[1][2]
ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის სამ ძირითად კატეგორიიდან ერთ-ერთია ბისექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობასთან ერთად ჰეტერო-ჰომოსექსუალურ კონტინუუმში. ბიჰევიორისტ და სოციალურ მეცნიერებათა, აგრეთვე ჯანმრთელობისა და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიების კონსესუსი არის, რომ ჰომოსექსუალობა ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ნორმალური და პოზიტიური სახეობაა, თუმცა ბევრი რელიგიური საზოგადოება, მათ შორის კათოლიციზმი,[3] მორმონიზმი,[4] და ისლამი[5] და ზოგი ფსიქოლოგიური საზოგადოება, მაგალითად ჰომოსექსუალობის კვლევისა და თერაპიის ეროვნული საზოგადოება (NARTH), ტრადიციულად ასწავლიან, რომ ჰომოსექსუალობა არის არაფუნქციონირებადი ქცევა.
ტერმინი ლესბოსელი იხმარება ქალ ჰომოსექსუალის აღსანიშნავად, ხოლო გეი კაცისთვის, თუმცა გეი შეიძლება კაცსაც გამოხატავდეს და ქალსაც. მკვლევართათვის, ბევრი მიზეზის გამო, რთულია იმ ადამიანთა რიცხვის დადგენა, რომლებიც თავს ჰომოსექსუალად აიგივებენ ან აქვთ ერთი სქესის სექსუალური გამოცდილება.[6] თანამედროვე დასავლეთში, მთავარ კვლევათა მიხედვით, მოსახლეობა 2%-დან 13%-მდე ჰომოსექსუალია.[7][8][9][10][11][12][13][14][15] 2006 წლის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 20%-მა ანონიმურად შეატყობინა ჰომოსექსუალური გრძნობების შესახებ, თუმცა კვლევის ცოტა მონაწილემ გააიგივა თავი ჰომოსექსუალად.[16] ჰომოსექსუალობა ასევე ფართოდაა აღმოჩენილი ცხოველთა 1500-მდე სახეობაში.[17][18][19]
ბევრ გეი და ლესბოსელ ხალხს აქვს ერთსქესიანი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები თავისი ფსიქოლოგიური არსით ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია.[2] ფიქსირებული ისტორიის განმავლობაში, იმის მიხედვით რომელ კულტურაში მოხდა ეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აქტები იყო მიღებული, ისევე, როგორც გაკიცხული.[20] XIX ს-ის დასასრულიდან დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალთათვის უფლებების მინიჭებისთვის, მაგალითად - ერთსქესიანი ქორწინება, შვილება, მშობლობა, არადისკრიმინაციული დასაქმება და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.