ჰოლი ჰანტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოლი ჰანტერი (ინგლ. Holly Hunter; დ. 20 მარტი, 1958) — ამერიკელი მსახიობი. ფილმში შესრულებული როლისთვის „პიანინო“, მიენიჭა ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი. შესრულებული როლებისთვის ფილმებში „ტელეამბები“ „ფირმა“ და „ცამეტი“ ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. მოგებული აქვს აგრეთვე ორი ემის პრემია და ოქროს გლობუსი.
ჰოლი ჰანტერი | |
---|---|
ჰოლი ჰანტერი 2015 წელს | |
დაბადების სახელი | ჰოლი ჰანტერი |
დაბადების თარიღი |
20 მარტი, 1958 (1958-03-20) (66 წლის) კონიერსი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1981–დღემდე |
მეუღლე(ები) | იანუშ კამინსკი (1995-2001) |
ოსკარი | 1993 — პიანინო |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
BAFTA | 1993 — პიანინო |
ჰოლი ჰანტერი დაიბადა ჯორჯიის შტატის ქალაქ კონიერსში, დედამისის, დიასახლისის ოპალ მარგარიტისა და მამამისის ჩარლზ ედვინ ჰანტერის ოჯახში. ქალაქ პიტსბურგში კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში ჰანტერმა დრამის სფეროში მიიღო ხარისხი და გარკვეული დროით როლებს ასრულებდა თეატრალურ სცენებში. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ნიუ-იორკში. მისი კინოდებიუტი შედგა 1981 წელს ფილმში „წვა“.
1982 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში, სადაც როლებს იღებდა სატელევიზიო ფილმებში. 1993 წელს როლი შეასრულა ფილმში „პიანინო“, რომელმაც 3 ოსკარის პრემია და 1 ოქროს გლობუსი მოიპოვა. ჰოლი ჰანტერი ურთიერთობაში იმყოფებოდა ოპერატორ იანუშ კამინსკისთან.[1] აგრეთვე ხვდებოდა ბრიტანელ მსახიობს გორდონ მაკდონალდს.[2] 2006 წლის იანვარს ჰანტერის პუბლიცისტმა განაცხადა, რომ ჰოლის ტყუპების სახით შეეძინა ორი შვილი.