ჰესტია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰესტია (ძვ. ბერძნ. Ὲστία) — ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. კრონოსის და რეას ქალიშვილი. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. ერთ-ერთი ვარაუდით, მიიჩნევა, რომ ჰესტიას კულტი ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას ვესტა ეწოდა, თუმცა ეს მოსაზრება სადავოა.
სწრაფი ფაქტები ჰესტია ...
ჰესტია | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სხვა კულტურებში: | ვესტა, Chantico და ანუკეტი |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | კერა, cooking, ცეცხლი, baking და საცხოვრებელი |
მამა: | კრონოსი |
დედა: | რეა |
და-ძმა: | დემეტრა[1] , ჰერა[1] , ჰადესი[1] , პოსეიდონი[1] და ზევსი[1] |
გამოსახულებები |
დახურვა
პოსეიდონმა და აპოლონმა მას ხელი სთხოვეს, მაგრამ ჰესტია ქალწულობა ერჩივნა და თავის ძმასთან - ზევსთან ერთად ცხოვრობდა.
მის პატივსაცემლად 1857 წელს ნაპოვნ ასტეროიდს დაარქვეს სახელი — ჰესტია.