ჰენრიეტა ედვარდსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრიეტა ედვარდსი (ინგლ. Henrietta Muir Edwards; დ. 18 დეკემბერი, 1849 — გ. 10 ნოემბერი, 1931) — კანადელი ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, ავტორი და რეფორმატორი.[1] ყველაზე უფროსი კანადის „ცნობილ ხუთეულში“ (ემილი მერფი, ნელი მაკკლანგი, ლუიზ მაკკინი და ირენ პარლბი), რომლებიც ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის და კანონის წინაშე ქალების „პიროვნებად“ აღიარებისთვის იბრძოდნენ. ჰენრიეტა ლუიზ მუირი მონრეალში დაიბადა და ცხოვრობდა. იგი მაღალი საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა, რომელიც კულტურასა და რელიგიას აფასებდა. ედვარდსი აქტიურად იყო ჩართული მრავალ რელიგიურ ორგანიზაციაში, სადაც მას ძველი ტრადიციების შესაბამისად ზრდიდნენ, რომლებშიც ქალთა გარიყვა მისაღები იყო.[2]
სწრაფი ფაქტები ჰენრიეტა ედვარდსი, დაბადების თარიღი ...
ჰენრიეტა ედვარდსი | |
---|---|
ჰენრიეტა ედვარდსი | |
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1849 |
გარდაცვალების თარიღი | 10 ნოემბერი, 1931 (81 წლის) |
საქმიანობა | ქალთა უფლებების დამცველი |
მეუღლე(ები) | ოლივერ ს. ედვარდსი |
დახურვა