ჰელიოპოლისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰელიოპოლისი (ბერძ. Ἡλιούπολις — მზის ქალაქი; ძვ. ეგვიპტ. იუნუ; ბიბლიაში მოხსენიებულია, როგორც ონ) — ანტიკური ქალაქი ძველ ეგვიპტეში ძველი სამეფოს პერიოდიდან, დღევანდელი კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთით. ცამეტი ეგვიპტური ნომის ცენტრი. ჰელიოპოლისი დღეს წარმოადგენს ნანგრევებს და არქეოლოგიური გათხრების მნიშვნელოვანი ობიექტია.