![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/60/Saqqara_BW_5.jpg/640px-Saqqara_BW_5.jpg&w=640&q=50)
ეგვიპტის ძველი სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგვიპტის ძველი სამეფო — ეგვიპტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მოიცავს ჩვენს ერამდე 2780–2280 წლებს და III-VI დინასტიების მმართველობის ხანას ემთხვევა. მას სხვანაირად პირამიდების ეპოქას უწოდებენ. ძველი სამეფო ფარაონის აბსოლუტური ძალაუფლების კულმინაციის ხანად ითვლება. ეს ეპოქა იწყება პირველი ეგვიპტური პირამიდის მფლობელი ფარაონის – ჯოსერის გამეფებიდან. მისი ხუროთმოძღვარი – იმჰოტეპი – ეგვიპტურ ტრადიციაში მოიხსენიება, როგორც ბრძენი, ხოლო გვიანი პერიოდის ეგვიპტელებმა იგი თავიანთი პანთეონის ერთ-ერთ ღვთაებად შერაცხეს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/60/Saqqara_BW_5.jpg/640px-Saqqara_BW_5.jpg)