![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/362BCThebanHegemony.png/640px-362BCThebanHegemony.png&w=640&q=50)
ჰეგემონია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰეგემონია — სიტუაცია, რომელშიც ერთი სახელმწიფო პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო პოტენციალით სჭარბობს სხვა სახელმწიფოებს და კონტროლს ამყარებს მათზე. [1] [2] [3] [4] [5] ძველ საბერძნეთში (ძვ. წ. VIII საუკუნე - ძვ.წ. VI საუკუნე), ჰეგემონია ნიშნავდა ერთი ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამხედრო ბატონობას სხვა ქალაქ-სახელმწიფოებზე. [6] დომინანტი სახელმწიფო ცნობილია, როგორც ჰეგემონი . [7] XIX საუკუნეში ცნება ჰეგემონია გავრცელდა, რათა აღეწერათ "სოციალური ან კულტურული უპირატესობა ან აღმასვლა; ერთი ჯგუფის მიერ გაბატონება საზოგადოებაში". მოგვიანებით, ეს ტერმინი გამოყენებულ იქნა შემდეგი დეფინიციით: "ჯგუფი ან რეჟიმი, რომელიც საზოგადოებაში არაჯეროვან გავლენას ახდენს". [8] ასევე, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ქვეყნის გეოპოლიტიკური და კულტურული დომინანტობის განსამარტად სხვა ქვეყანაზე, საიდანაც რეალურად წარმოიშვა ტერმინი ჰეგემონიზმი, რასშიც დიდი ძალების ევროპული ჰეგემონიის დამყარებას გულისხმობდნენ აზიასა და აფრიკაში .
კულტურულ იმპერიალიზმში, ლიდერი სახელმწიფო დაქვემდებარებულ სახელმწიფოებს კარნახობს საშინაო პოლიტიკასა და მის სოციალურ ხასიათს, რომლებიც ჰეგემონიური გავლენის სფეროა. ის განსაზღვრავს მხარდაჭერილი მთავრობის ან პირდაპირ, მის მიერ დანიშნული მთავრობის მეშვეობით.
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ჰეგემონია გულისხმობს (i) დიდი მატერიალური ასიმეტრიის მდგომარეობას ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელსაც აქვს (ii) საკმარისი სამხედრო ძალა სისტემურად დაამარცხოს ნებისმიერი პოტენციური კონკურენტი სისტემაში, (iii) აკონტროლებს ნედლეულის მარაგებს, (ბუნებრივი რესურსები, კაპიტალი და ბაზრები) (iv) აქვს კონკურენტული უპირატესობა დამატებული ღირებულების საქონლის წარმოებაში, (v) ქმნის იდეოლოგიას, რომელიც ასახავს ამ სტატუს კვოს. და (vi) ფუნქციურად განსხვავდება სისტემის სხვა სახელმწიფოებისგან, რადგან მოსალოდნელია, რომ უზრუნველყოს გარკვეული საზოგადოებრივი საქონელი, როგორიცაა უსაფრთხოება, ან კომერციული და ფინანსური სტაბილურობა. [9]
კულტურული ჰეგემონიის მარქსისტული თეორია, რომელიც ასოცირდება ანტონიო გრამშთან, არის მოსაზრება, რომ მმართველ კლასს შეუძლია მოახდინოს მანიპულირება საზოგადოების ფასეულობათა სისტემასა და ზომებზე, რათა მათი ხედვა იქცეს მსოფლიო შეხედულებად ( Weltanschauung ): ტერი ეგლეტონის სიტყვებით. ”გრამში ჩვეულებრივ სიტყვა ჰეგემონიას იყენებს, როცა გულისხმობს მმართველ ძალას, რომელსაც აქვს ძალაუფლება თავის დაქვემდებარებულებზე.” [10] ავტორიტარული მმართველობისგან განსხვავებით, კულტურული ჰეგემონია "არის ჰეგემონიური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დაზარალებულები ასევე თანხმდებიან მის ბოროტებაზე და განიცდიან საკუთარ თავზე მის ყველა ცუდ გამოვლინებას". [11]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/362BCThebanHegemony.png/640px-362BCThebanHegemony.png)