![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3c/Hassan_Sheikh_Mohamud_2013.jpg/640px-Hassan_Sheikh_Mohamud_2013.jpg&w=640&q=50)
ჰასან შეიხ მუჰამადი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰასან შეიხ მუჰამადი (სომალ. Xasan Sheekh Maxamuud, არაბ. الشيخ حسن محمود; დ. 29 ნოემბერი, 1955, ჯალალაქსი, სომალი) — სომალელი მასწავლებელი, ბიზნესმენი, სოციალური აქტივისტი და პოლიტიკოსი. სომალის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში და 2022 წლის 15 მაისიდან.[1] მშვიდობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენელი. მენეჯმენტისა და მართვის ინსტიტუტის ყოფილი დეკანი[2]. 2012 წლის 10 სექტემბერს, სომალის პარლამენტმა აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად[3]. მისი არჩევით დასრულდა ქვეყნის ისტორიის გარდამავალი პერიოდი.
სწრაფი ფაქტები სომალის პრეზიდენტი, ამჟამინდელი თანამდებობა ...
ჰასან შეიხ მუჰამადი | |
![]() | |
სომალის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 15 მაისი, 2022 |
წინამორბედი | მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 სექტემბერი, 2012 – 8 თებერვალი, 2017 | |
წინამორბედი | შარიფ შეიხ აჰმედი |
მემკვიდრე | მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი |
დაბადებული | 29 ნოემბერი, 1955 (1955-11-29) (68 წლის) ჯალალაქსი, ჰირანის პროვინცია, სომალი |
პოლიტიკური პარტია | მშვიდობისა და განვითარების პარტია |
რელიგია | ისლამი |
დახურვა
12 სექტემბერს მოგადიშოს სასტუმროში კენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე სამხედრო დაჯგუფება ალ-შაბაბის ტერორისტებმა მოახდინეს აფეთქება, რომელიც ითვალისწინებდა ახლადარჩეული პრეზიდენტის ლიკვიდაციას[4].